ვებ გვერდი | იხილეთ ბმული |
იხილეთ ბმული |
უსაფრთხო ინტერნეტის დღე
5 თებერვალს უფროსკლასელები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაესწრნენ ძალიან საინტერესო და უმნიშვნელოვანეს ტრენინგს -"კიბერუსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები".
მსგავსი აქტივობების მთავარი მიზანია, გავერკვეთ, როგორ ამოვიცნოთ ინტერნეტთაღლითობა, რა შემთხვევაშია ინტერნეტი საფრთხის შემცველი და როგორ დავიცვათ თავი საფრთხისგან.
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზენტაცია
იანვრის ბოლოს, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ ჩვენს სკოლას და გააკეთეს პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ.
მათ ისაუბრეს უნივერსიტეტის პროგრამებისა და სტუდენტურ ცხოვრებაზე.
პედიატრი სტუმრად ასამბლეაზე
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ასამბლეაზე ჩვენი მშობელი, ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე ესაუბრა გრიპის წარმოშობის, ვირუსის გავრცელებისა, დაავადების თავიდან აცილების გზების შესახებ და მათ პრაქტიკული რჩევები მისცა.
BGS-ის მოაზროვნეთა კლუბი
29 დეკემბერს რესტორან "ფუნიკულიორის" არაჩვეულებრივ გარემოში გაიმართა BGS-ის მოაზროვნეთა კლუბის "რა? სად? როდის?" ფინალური თამაში.
შეხვედრაში ორი ასაკობრივი ჯგუფისგან შემდგარმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მასწავლებლები მოსწავლეების წინააღმდეგ ასპარეზობდნენ.
საბაზო საფეხურის მოსწავლეების გუნდს ვულოცავთ გამარჯვებას! საშუალო საფეხურის მოსწავლეების გუნდს კი წარმატებას ვუსურვებთ სამომავლოდ.
II და III კლასელების ვიზიტი ციტოგენეტიკურ ლაბორატორიაში
ჩვენი სკოლის მშობლის თინათინ ტყემალაძის ინიციატივით, II და III კლასაელებმა მოინახულეს ციტოგენეტიკური ლაბორატორია "გენეზისი".
მათ ჩაუტარდათ შემეცნებითი მოხსენება ქრომოსომებისა და გენების შესახებ, შემდეგ კი ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ლაბორატორიის მუშაობის სისტემას, თავისი თვალით ჩაეხედათ მიკროსკოპში და დაენახათ ადამიანის ქრომოსომები.
შემდეგ სემესტრში მსგავსი აქტივობა დაიგეგმება უფროსკლასელებისთვისაც.
ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებთან
BGS აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობის პროცესს საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცესთან.
ჩვენმა სკოლამ დეკემბერში ორ უნივერსიტეტთან გააფორმა მემორანდუმი: 12 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU), 13 დეკემბერს წმინდა გიორგის უნივერსიტეტთან.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- სკოლის მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების ჩატარება (თემატური ლექციები, პროექტები, ბანაკები);
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების მოწყობა (ტრენინგები, გადამზადების კურსები, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები);
- სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება-დანერგვა.
წყალმცენარეებისა და რიფის აკვარიუმების სამყარო
13 დეკემბერს VIII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დეკორატიულ თევზსაშენს.
მოსწავლეები წყალმცენარეებისა და რიფის აკვარიუმების სრულიად არაჩვეულებრივ გარემოში აღმოჩნდნენ.
მათ დაათვალიერეს მტკნარი წყლისა და ზღვის თევზების როგორც პოპულარული, ასევე უიშვიათესი სახეობები, იხილეს ყველა ჯიშის ოქროს თევზი.
სკოლების პირველი გამოფენა
7-8 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა სკოლების პირველი გამოფენა, რომელშიც BGS-მაც მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე წარვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროგრამა, სკოლის გამოცემები და სახელმძღვანელოები, ჩვენი მასწავლებლები და მოსწავლეები.
შევხვდით ბევრ ახალ მშობელსა და მოსწავლეს, რომელთაც სხვადასხვა სახალისო აქტივობებს სთავაზობდნენ BGS-ელები.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ გამოფენის ორგანიზატორებს, ჩვენს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
წინასაახალწლო სამზადისი
VII კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს მუდმივმოქმედი გამოფენა, მოისმინეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია თეატრისა და კინოს გამოჩენილ მოღვაწეთაშესახებ. ბავშვებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა აქტივობაში - მათ თავად დაამზადეს საახალწლო სათამაშოები. საბოლოოდ ყველა გახალისებული დაბრუნდა სკოლაში.
ჩვენი ბრიტანული კვალიფიკაციები
BGS-ში მეთერთმეტე წელია ნოემბერში განსაკუთრებულად აღინიშნება ბრიტანეთიდან გამოგზავნილი საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატების გადაცემა მოსწავლეებისათვის.
წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეების შედეგების საშუალო მონაცემი ბრიტანეთის საშუალო შედეგებზე მაღალია.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ და ედექსელის საგამოცდო ოფიცერმა ირმა ჯავაშვილმა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ წარმატებას.