პროექტის შესახებ
XXI საუკუნე ინტერნეტის დინამიური განვითარებით გამოირჩევა. მსოფლიოს ინტერნეტი ყოველწლიურად მილიონობით ახალ მომხმარებელს იზიდავს. თანამედროვე ადამიანისთვის ინტერნეტის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი გახდა.
მსოფლიოში დღევნდელი მაჩვენებლით დაახლოებით 2,5 მილიარდი ინტერნეტ მომხმარებელია. ექსპერტთა პროგნოზით, 2020 წლამდე ეს რიცხვი 5,5 მილიარდამდე გაიზრდება. აქედან გამომდინარე საქართველოში ინტერენეტ მომხმარებლების რიცხვი სულ მალე რამდენჯერმე გაიზრდება, რაც ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისთვის პირდაპირი მანიშნებელი უნდა იყოს, რომ მათი ინტერნეტში აქტივობა უნდა გაიზარდოს, რათა საკუთარი საქმიანობის, პროდუქტისა თუ იმიჯის პრეზენტაცია მრავალი ინტერნეტ მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვა ავტომატურად უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოსადმი, მომსახურებათა სხვადასხვა სფეროსა და ქართული ბაზრის პროდუქტებისადმი ინტერესს უფრო ზრდის. ამავე დროს ქართული ბიზნეს სექტორი უცხოელების ინტერესის საგანი ხდება, რაც მოსალოდნელი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და ინვესტიციების მოზიდვის საბაბი ხდება.
ზემოთ თქმულის გათვალისწინებით სტუდია WEBGEORGIA-მ პროექტი WEBGEORGIA.GE შექმნა, რომელიც ორგანიზაციების ონლაინ ცნობარს წარმოადგენს. ეს პროექტი ერთის მხრივ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ინტერნეტში ცნობადობის გაზრდაში და შესაბამისად ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ იგი ქართულ და უცხოენოვან მომხმარებლებს სასურველ ინფორმაციას მიაწვდის.
სტუდია WEBGEORGIA-ს მიერ უკვე შექმნილია CODNA.GE-პროექტი, რომელიც ქართულ ვებ-სივრცეში წარმატებული აღმოჩნდა. პროექტი 2007 წელს ეროვნული ინტერნეტ კონკურსის გამარჯვებული აღმოჩდა (იხილეთ ბმული), აგრეთვე მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მიერ მაღალი შეფასება დაიმსახურა (იხილეთ ბმული).
2010 წლიდან CODNA.GE-ს ერთ-ერთი მიმართულება „ორგანიზაციების ონლაინ ცნობარი“ დაემატა, რომელზეც არსებულმა ბევრმა კატეგორიამ ამ წლების განმავლობაში გუგლის საძიებო სისტემაში პირველი პოზიციები დაიკავა: უნივერსიტეტები (იხილეთ ბმული), კერძო სკოლები (იხილეთ ბმული), კოლეჯები (იხილეთ ბმული), სტუდიები (იხილეთ ბმული) და სხვა. ცნობარში რამდენიმე ნოვაციური გადაწყვეტილება იყო გამოყენებული, მაგალითად, როტაციის პრინციპი: ორგანიზაციების ჩამონათვალში მათი რიგიდულობა მუდმივად იცვლებოდა, რაც ჯანსაღ კონკურენციას განაპირობებდა. რამდენიმე წლის განმავლობაში შეძენილმა გამოცდილებამ, ორგანიზაციების მხრიდან აქტიურობამ და თემის მნიშვნელობამ ჩვენ „ორგანიზაციების ონლაინ ცნობარის“ როგორც დამოუკიდებელი პროექტის შექმნისკენ გვიბიძგა.
უცხოენოვანი მომხმარებლების მოზიდვის მიზნით WEBGEORGIA.GE-ზე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის განთავსების სამენოვანი ვერსია არსებობს. WEBGEORGIA.GE-მ უფრო მოდერნიზებული და დახვეწილი სახე მიიღო და ჩვენი გუნდი ამ პროექტის მუდმივ განვითარებაზე ფიქრობს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ WEBGEORGIA.GE ქართული ბიზნესის განვითარებასა და უცხოეთში მის პოპულარიზაციას დაეხმარება.