ხშირად დასმული კითხვები
ვისზეა გათვლილი პროექტი და რა მიზანს ემსახურება იგი?
პროექტი ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს, სადაც ერთის მხრივ საქართველოში არსებული ორგანიზაციების ცნობადობა იზრდება, ხოლო მეორეს მხრივ იგი მომხმარებლის ინფორმირებას ეხმარება. WEBGEORGIA.GE-ს სამენოვანი ვერსია უცხოელ მომხმარებლებზეც არის გათვლილი, რაც უცხოურ ბაზარზე პროექტის აქტუალობას ზრდის.
რატომ უნდა ვენდოთ თქვენს პროექტს?
WEBGEORGIA.GE სტუდია WEBGEORGIA-ს პროექტია, ამ სტუდიის მიერ უკვე შექმნილია CODNA.GE - ინფორმაციულ-შემეცნებითი პროექტი, რომელიც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში წარმატებული აღმოჩნდა: პროექტმა 2007 წლის ეროვნულ ინტერნეტ-კონკურსში გაიმარჯვა (იხილეთ ბმული) და იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მიერ მაღალ დონეზე იქნა შეფასებული (იხილეთ ბმული).
როგორ ხდება საჭირო ორგანიზაციის მოძიება?
საჭირო ორგანიზაციის მოსაძიებლად საძიებო ველში შეგიძლიათ ორგანიზაციის დასახელება ჩაწეროთ, ან წარმოდგენილი ორგანიზაციების გასაფილტრად რამდენიმე ვარიანტი გამოიყენოთ: 1) მარცხენა მხარეს ჩამოთვლილი რუბრიკებისა და კატეგორიების არჩევით თქვენთვის სასურველი ორგანიზაციები დატოვოთ; 2) ორგანიზაცია მისი ადგილმდებარეობის მიხედვით საქართველოს რეგიონების ან თბილისის რაიონის არჩევით მოიძიოთ.
ვის შეუძლია რეგისტრაცია?
რეგისტრაცია საქართველოში მომქმედი ნებისმიერი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელს შეუძლია.
როგორ ხდება ინფორმაციის მონაცემების განახლება?
ნებისმიერ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტისა და პაროლის გამოყენებით საკუთარ პანელზე შესვლა და ინფორმაციის განახლება შეეძლება.
რეგისტრაციის რა ფორმები არსებობს?
ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის 3 ფორმა არსებობს: უფასო რეგისტრაცია და პარტნიორული სტანდარტული და VIP მომსახურების პაკეტები.
უფასო რეგისტრაციის დროს რა ინფორმაციის განთავსება ხდება?
უფასო რეგისტრაციის გავლის შემდეგ WEBGEORGIA.GE-ს ქართულ ვერსიაში ორგანიზაციის შემდეგი მონაცემები განთავსდება: ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, ვებ და facebook-ის გვერდები, იხილეთ მაგალითი:
უფასოდ რეგისტრირებულ ორგანიზაციას თავად შეეძლება საკუთარი მონაცემების მართვა, რისთვისაც რეგისტრაციის დროს მითითებული ფოსტის და პაროლის საშუალებით საკუთარი გვერდის სამართავ პანელზე შეეძლება შესვლა.
რას მოიცავს სტანდარტული პაკეტი?
WEBGEORGIA.GE-ს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ვერსიებში პარტნიორი-ორგანიზაციის ლოგო და შემდეგი მონაცემები განთავსდება: ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, ვებ და facebook-ის გვერდები, ზუსტი ადგილმდებარეობის ამსახველი რუკა და ორგანიზაციის ფილიალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იხილეთ მაგალითი:
შესაბამისი კატეგორიის ჩამონათვალში ფასიანი პაკეტის მქონე ორგანიზაციები უფასოდ რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე მაღლა არიან განთავსებულნი და მათთვის როტაციის პრინციპი იმოქმედებს: რამდენიმე წუთში ერთხელ მათი ადგილმდებარეობა იცვლება და ჩამონათვალის ბოლოს არსებული ორგანიზაცია სათავეში ექცევა, რაც ჯანსაღ კონკურენციას უზრუნველყოფს.
ახალი ან ხელმეორედ რეგისტრირებული ორგანიზაცია მთავარი გვერდის სათავეში ექცევა.
ორგანიზაციას თავად შეეძლება საკუთარი მონაცემების მართვა, რისთვისაც რეგისტრაციის დროს მითითებული ფოსტის და პაროლის საშუალებით საკუთარი გვერდის სამართავ პანელზე შეეძლება შესვლა.
სტანდარტული პაკეტის ღირებულება წელიწადში 50 ლარს შეადგენს
რას მოიცავს VIP-მომსახურება?
საიტის ქართულ, ინგლისურ და რუსულ ვერსიებში პარტნიორი-ორგანიზაციის ლოგო და შემდეგი მონაცემები განთავსდება: ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, ვებ და facebook-ის გვერდები, ზუსტი ადგილმდებარეობის ამსახველი რუკა, ორგანიზაციის ფილიალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საპრეზენტაციო გვერდის ლინკი,
იხილეთ მაგალითი:
პარტნიორი-ორგანიზაციისთვის საპრეზენტაციო გვერდი დამზადდება, რომელზეც შემდეგი ინფორმაციის განთავსებაა შესაძლებელი: ორგანიზაციის ძირითადი ინფორმაცია, საქმიანობა, სიახლეები, ფოტო/ვიდეო გალერეა და საკონტაქტო მონაცემები. პარტნიორ- ორგანიზაციას საპრეზენტაციო გვერდის ინგლისური და რუსული ვერსიების გამოყენება შეეძლება. საპრეზენტაციო გვერდს საკუთარი მისამართი გააჩნია, რაც მისი დამოუკიდებლად გამოყენების საშუალებას იძლევა (იხილეთ ბმული).
ნებისმიერ დროს ორგანიზაციაში მიმდინარე სიახლეების დამატება პარტნიორს თავად შეეძლება, რომელიც მთავარი და შესაბამისი კატეგორიის გვერდის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება.
ახალი ან ხელმეორედ რეგისტრირებული პარტნიორი მთავარი გვერდის სათავეში ექცევა.
შესაბამისი კატეგორიის ჩამონათვალში პარტნიორები უფასოდ რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე მაღლა არიან განთავსებულნი და მათთვის როტაციის პრინციპი იმოქმედებს-რამდენიმე წუთში ერთხელ მათი ადგილმდებარეობა იცვლება და ჩამონათვალის ბოლოს არსებული პარტნიორი-ორგანიზაცია სათავეში ექცევა, რაც ჯანსაღ კონკურენციას უზრუნველყოფს.
პარტნიორ ორგანიზაციას თავად შეეძლება საკუთარი მონაცემების მართვა, რისთვისაც რეგისტრაციის დროს მითითებული ფოსტის და პაროლის საშუალებით საკუთარი გვერდის სამართავ პანელზე შეეძლება შესვლა.
VIP პაკეტის ღირებულება წელიწადში 200 ლარს შეადგენს
როგორ შეუძლია ორგანიზაციას სტანდარტულიდან VIP პაკეტზე გადასვლა?
სტანდარტული პაკეტის მქონე ორგანიზაციას მთელი წლის განმავლობაში განსხვავებული თანხის (150 ლარის) დაფარვით VIP პაკეტზე შეუძლია გადასვლა, ამ შემთხვევაში მომსახურების 1 წლიანი მოქმედების ვადა სტანდარტული პაკეტის ვადით იქნება განსაზღვრული. მაგალითად, სტანდარტული პაკეტი გაფორმდა 2015 წლის 10 იანვარს და VIP პაკეტზე გადმოსვლა 2015 წლის 10 მარტს განხორციელდა, VIP პაკეტის მოქმედების ვადა 2016 წლის 10 იანვრამდე იქნება განსაზღვრული.
როგორი თანმიმდევრობით ხდება პარტნიორი ორგანიზაციების განთავსება?
მთავარ გვერდზე (პარტნიორების ჩამონათვალში) პარტნიორი ორგანიზაციების რიგიდულობა რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული, ყოველი ახალი ან ხელმეორედ რეგისტრირებული ორგანიზაცია ჩამონათვალის სათავეში ხვდება, ხოლო კატეგორიებში პარტნიორი ორგანიზაციების რიგიდულობა როტაციის პრინციპით მუდმივად იცლვება: რამდენიმე წუთში ერთხელ მათი ადგილმდებარეობა იცვლება და კატეგორიის ჩამონათვალის ბოლოს განთავსებული პარტნიორი ორგანიზაცია მის სათავეში ექცევა.
ვის შეუძლია სიახლეების დამატება?
სიახლეების დამატება მხოლოდ VIP პარტნიორებისთვის არის შესაძლებელი და სიახლეები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მთავარი და შესაბამისი კატეგორიის გვერდის მარჯვენა მხარეს ემატება.
როგორ ხდება ფასიან მომსახურებებზე რეგისტრაცია და როგორია გადახდის წესი?
რეგისტრაციისას შესაბამისი ფასიანი მომსახურების არჩევისას და განაცხადის შევსების შემდეგ პარტნიორის მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე ინვოისი და ხელშეკრულების ფორმები გამოიგზავნება. მითითებულ საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვის შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში პარტნიორი ორგანიზაციისთვის არჩეული მომსახურება ჩაირთვება.