პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი“ 2015 წლისათვის გთავაზობთ შემდეგ პროფესიულ საგამანათლებლო პროგრამებს:
პროფესიების კატალოგი
– მზარეული (I-II-III საფეხურები)
– ბარმენი (III საფეხური)
– სარესტორნო საქმის მწარმოებელი (II საფეხური)
– სასტუმრო საქმის მწარმოებელი (III საფეხური)
– ელექტრიკოსი (II-III საფეხურები)
– მეფილე-მომპირკეთებელი (II-III საფეხურები)
– ავტომობილის ზეინკალი (III საფეხური)
– სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი (III საფეხური)
– სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი (I-II-III საფეხურები)
– მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი (III საფეხური)
– ბუღალტერი (III საფეხური)
– ინტერნეტტექნოლოგი (II-III საფეხურები)
– ინფორმაციული ტექნოლოგი (III საფეხური)
– ოფისის მენეჯერი (მდივან რეფერენტი) (II-III საფეხურები)
– კბილის ტექნიკოსი (III საფეხური)
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები:
1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა სსიპ პროფესიულ კოლეჯში ,,ბლექსი“ (შემდგომში დაწესებულება) უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა მიუთითოს მხოლოდ ერთი სპეციალობა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
ვ) ფერადი ფოტოსურათი - 2 ცალი (3X4);