ვებ გვერდი | იხილეთ ბმული |
იხილეთ ბმული |
კოლეჯში "ბლექსი" ახალგაზრდულმა კლუბმა დაიწყო ფუნქციონირება
პროფესიულ მოსინჯვას კოლეჯში "ბლექსი"
პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირთათვის კოლეჯში "ბლექსი" მოეწყო პროფესიული მოსინჯვა.
საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯში "ბლექსი"
სსიპ კოლეჯში „ბლექსი“ 10 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია
პროფესიული გადამზადების პროგრამა
სსიპ კოლეჯში ,,ბლექსი" პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
სსიპ კოლეჯი ,,ბლექსი" აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ,,კერძების მომზადების ტექნოლოგია".
(სწავლების ხანგრძლივობა -3 თვე).
რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 5 მარტიდან და გაგრძელდება 2020 წლის 21 მარტის ჩათვლით.
რეგისტრაცია შეუძლია პირს რომელმაც შეასრულა 18 წელი და აქვს მინიმუმ მზარეულის დამხმარის პოზიციაზე მუშაობის ექვსთვიანი გამოცდილება.
რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია WWW.VET.EMIS.GE
აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. სწავლა დაიწყება 2020 წლის 30 მარტს.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
კურსდამთავრებული შეძლებს:
1.პირადი ჰიგიენის დაცვას;
2. სანიტარულ - ჰიგიენური პროცედურების დაცვას;
3. გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან;
4. საკვები პროდუქტების (სალათის ფურცელი, კვერცხი და მწვანილი) დამუშავებას სპეციალური ხსნარებით;
5. ნედლეულის დამუშავებისა და კერძების მომზადებისთვის ხელსაწყო-იარაღების, ელექტროაპარატურისა და დანადგარების გამოყენებას ;
6. პროდუქტისა და ნედლეულის არჩევას;
7. ნახევარფაბრიკატების მომზადებას;
8. ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავებას;
9. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით კერძების მომზადებას.
დამატებითი ინფორმაცია
Tel: 0422 24 77 52; 593 467 170; 577 177 926; 577 177 922;
www.blacksea.edu.ge
მის: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N92ა
რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე
ევროკავშირის (EU) „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) დაფინანსებით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ,,სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველში ENPARD 3“ პროექტის ფარგლებში სსიპ კოლეჯი ,,ბლექსი“ იწყებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,საოჯახო სასტუმროს მომსახურების სერვისი“.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის საოჯახო სასტუმროებში დასაქმებული პირები და ის პირები ვინც აპირებს ამ მიმართულებით ბიზნესის განვითარებას.
მისაღები ადგილების რაოდენობა - 16.
კონკურსის წესი - გასაუბრება.
პროგრამის მიზანია მცირე ბიზნესისა და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტში სასტუმრო მომსახურების (სასტუმრო სახლი) სფეროსათვის მოამზადოს პირები, რომლებიც მიიღებენ თეორიულ ცოდნას მომსახურების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ და შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს საოჯახო ტიპის ობიექტების მართვასთან დაკავშირებით.
კურსდამთავრებულზე გაიცემა კოლეჯის "ბლექსი" და "გაეროს განვითარების პროგრამის" (UNDP) ერთობლივი სერთიფიკატი.
სასწავლო პროცესი განხორციელდება ქედაში, ა(ა) იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტის" ბაზაზე. კოლეჯი მადლობას უხდის ორგანიზაციას მხარდაჭერისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება 2020 წლის 10 მარტიდან 2020 წლის 22 მარტამდე.
რეგისტრაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლემონტოვის ქ. №92 ა ან ელექტრონულად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (იხ. ლინკი - https://drive.google.com/open… ) გადმოაგზავნეთ კოლეჯის ელექტრონულ მისამართზე- Info@blacksea.edu.ge
საკონტაქტო პირი - პროექტის კოორდინატორი გიორგი ფუტკარაძე - 591956549