სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში სწავლება სამივე საფეხურზე მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი ორი განყოფილებისგან შედგება: ქართულ–ბრიტანული და ქართულ–ესპანური. მეხუთე კლასიდან კი ორივე განყოფილების ბაზაზე დანერგილია ბილინგვური სწავლება.
მოსწავლეები ეუფლებიან ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს. ინგლისური ენის შესწავლას ბავშვები პირველივე კლასიდან იწყებენ, მესამე კლასიდან ესპანურს ან რუსულს ირჩევენ, მეოთხე კლასიდან კი მესამე უცხო ენას ეუფლებიან. მცირე რაოდენობის ბავშვებით დაკომპლექტებული ჯგუფები ასწრებენ უფრო მეტი მასალის შესწავლას და მეხუთე კლასიდან, ენობრივი მარაგის დაგროვების შემდეგ, ბილინგვურ სწავლებაზე გადადიან.
მოქმედებს გაცვლითი პროგრამები ბრიტანეთისა და ესპანეთის სასწავლო ცენტრებთან. მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და ახალგაზრდულ სამიტებში, რესპუბლიკურ კონკურსებსა და შიდა სასკოლო სამეცნიერო–შემოქმედებით კონფერენციებში. შემოღებულია გრანტების სისტემა, რომელიც გულისხმობს უმაღლესი შეფასების მქონე მოსწავლეებისთვის სტიპენდიების დანიშვნას და კონკურსებში გამარჯვებული ბავშვების გაცვლითი პროგრამების დაფინანსებას.
ეფექტური და მოქნილი გახანგრძლივებული დღის რეჟიმი და კოორდინატორებთან მუშაობის სისტემა მოსწავლეების მაღალი ხარისხის განათლების მიღებას უზრუნველყოფს.
სწავლების ეფექტური მეთოდების დანერგვის მიზნით შექმნილია მკვლევარ მასწავლებელთა კლუბი. კლუბის წევრები არიან: ტრენერი მასწავლებლები, რომლებიც ატარებენ სამოდელო გაკვეთილებს, მასტერ კლასებს და ტრენინგებს სკოლის პედაგოგებისთვის. მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას აქტიურად იყენებენ გაკვეთილებზე.