ვებ გვერდი | იხილეთ ბმული |
იხილეთ ბმული |
მადლობა სკოლის დირექტორს!
აია-GESS-ის მოსწავლეები NASA-ში მიემგზავრებიან
უკვე მესამედ, სკოლა-გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს და NASA-ში მიემგზავრებიან.
ფინალში გასული 13 გუნდიდან 5 გუნდი ჩვენი სკოლის მოსწავლეებისგან შედგებოდა. გუნდების მენტორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ბატონი დავით სონღულაშვილი და ბატონი თეიმურაზ ჩიჩუა.
გუნდი „ობერტონის” აია-GESS-ელი წევრები გიორგი რიგიშვილი, მარიამ გამრეკელაშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, ასევე იონა იობიძე სკოლა „პროგრესიდან” და სოფიო ჩიხლაძე თბილისის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიიდან, მუშაობდნენ ბარნის სმარტ-ლაბირინთის ავტომატიზირებაზე. ეს კი, მეხსიერებაზე მედიკამენტების გავლენის საკვლევი პროდუქტია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში მესამე ადგილიც აია-GESS-ელებმა დაიკავეს. გუნდი “ესკულაპე” აერთიანებდა მარიამ ბარიაშვილსა და ნინო ბულბულაშვილს სკოლა აია-ჯესსიდან და სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს, რომლებიც ერთად მუშაობდნენ სამედიცინო დიაგნოსტიკის ინოვაციურ პროექტზე. III ადგილზე გასული გუნდი, ბელგიის სამეცნიერო-საზაფხულო ბანაკში მიემგზავრება.
აია-ჯესსის მესამე გუნდმა „კონსენსუსმა“ ფულადი ჯილდო, “National Geographic”-ის პრიზი და ეროვნული მუზეუმის ვაუჩერი მიიღო. გუნდის წევრები: ნია გოგოხია - აია-GESS-ის მოსწავლე, საბა გოგიჩაიშვილი - 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. პროექტი: სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია ნანორობოტების საშუალებით.
მეოთხე გუნდს „ფლოქსი” კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ. გუნდის წევრები: ლიზი ტურაშვილი, ავთანდილ გუჯაბიძე და მარიამ მიქაძე. პროექტი: აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისთვის
მეხუთე გუნდმა Hawks კომპანია სილქნეტისგან სმარტფონები და დელტა ჯგუფისგან გრძელვადიანი თანამშრომლობა მიიღეს საჩუქრად. გუნდის წევრები: მარინა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა და შორენა გუჯაბიძე. მათი გამოგონება არის ოპტიკური სისტემა: მობილური დეტექტორი და მოზაიკური ამრეკლი ეკრანი, რომელიც უჩინარი მოვლენების დაკვირვების საშუალებას იძლევა.
ჩვენი სკოლის წარმატება!
ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები გადაცემაში "იმედის დღე"
AIA GESS-ის მორიგი წარმატება!
AIA GESS-ის მოსწავლეები კვლავ აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მიემგზავრებიან.
ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.
პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის
ავტორი მოსწავლეები: ანი თეთრაშვილი, ნინი ხუნძაყიშვილი და თამარ მიქელაძე აშშ-ში NASA-
ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ
მონაწილეობას.
მესამე საპრიზო ადგილზე პროექტი „წყლის ფარი“ გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები:
თემურ სიმონიშვილი, მარინა გუჯაბიძე, შორენა გუჯაბიძე და დეა ილარიონოვა. ამ პროექტმა
ასევე დაიმსახურა ნავთობ კორპორაციის მიერ დაწესებული პრიზი.
საერთაშორისო ბანაკის საგზური მიიღეს ჯული მუხაძემ, მარიამ ბარიაშვილმა და ნინო
ბულბულაშვილმა. მათ წარადგინეს პროექტი „უნივერსალური შუქნიშანი“
ფინალურ ტურში გასულ თორმეტ პროექტს შორის ოთხი პროექტი გიმნაზია AIA GESS-დან
იყო. პროექტის „მიწისძვრის რხევების კომპენსატორის“ ავტორები: გიორგი გვარჯალაძე, მარიამ
ქაფიაშვილი და მამუკა წივილაძე.
მოსწავლეებსა და სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ
ჩხენკელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ
და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ მიმართეს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი
ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, რომელშიც
მონაწილეობა მიღებული აქვს 280 გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს. კონკურსს ახორციელებს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან თანამშრომლობით.