სალამი!
სამხატვრო სტუდია დაარსდა 2005 წლის 25 თებერვალს. მაშინ, ის სულ რაღაც 20მ2
ოთახში იყო განთავსებული და 10 მოსწავლე ყავდა. მას შემდეგ, სტუდიამ ბევრი ცვლილება განიცადა: გაფარდოვდა, მოსწავლეებიც დაემატა და მასწავლებლებიც.
დღეისათვის, სტუდიას 180 მოსწავლე ჰყავს. ხატვის გარდა ძერწვას, გამოყენებით ხელოვნებასა და ხელოვნების ისტორიას ასწავლიან. თავად ზალიკო, ხატვის გაკვეთილებს აღარ ატარებს, თუმცა ყველა გაკვეთილს ესწრება, ათვალიერებს ბავშვების ნამუშევრებს და რჩევებს აძლევს.
რატომ უნდა მოიყვანოთ ბავშვი ზალიკოს სტუდიაში?
-ყველაფერი შედის ფასში. სტუდიის მოსწავლეებს, არ უწევთ დამატებითი ინვენტარის შეძენა. როგორც სახატავი მასალა, ასევე წინსაფრები ტანსაცმლის დასაცავად, ბავშვებს ადგილზე ხვდება.
-წლის განმავლობაში, სტუდიის მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალ აქციასა და გამოფენაში.
-სტუდიაში, შექმნილია კომფორტული გარემო მშობლებისთვის. მათ შეუძლიათ დაელოდონ თავის ბავშვს, სპეციალურ, მოსაცდელ ოთახში, სადაც ექნებათ კონტაქტი სხვა მშობლებთან.
-რაც მთავარია, ჩვენთან, ძალიან მეგობრული გარემოა. ურთიერთობა ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის თბილი და უშუალოა. აქ სწავლა, ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინოს ბევრი ახალი მეგობარი.
ვინ არიან სტუდიის თანამშრომლები?
ზაალ სულაკაური – დირექტორი
თამარ შავიშვილი – ადმინისტრატორი
ირმა მგალობლიშვილი - კურატორი
ზურა მგალობლიშვილი – დაცვა
პედაგოგები:
მარიამ ჭიჭივეიშვილი - ხატვის მასწავლებელი
მიშა სულაკაური - ხატვის მასწავლებელი
ქეთი ნიკოლაიშვილი - გამოყენებითი ხელოვნება
სოფო გოგოხია - ხატვის მასწავლებელი
რომელ საათებში მუშაობს სტუდია?
ორშაბათი 15:00 – 18:30
სამშაბათი 11:00 – 12:00; 15:00 – 18:30
ოთხშაბათი 16:30 – 18:00
ხუთშაბათი 11:00 – 12:00; 15:00 – 18:30
პარასკევი 15:00 – 19:30
შაბათი 10:00 – 16:30
ფასები და პირობებისთვის იხილეთ ბმული