ვენდი’ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ ლიცენზირებულ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.
ჩვენ გულწრფელად გაწვდით მხოლოდ გამორჩეულ, მაღალი ხარისხის, ახალ, ნამდვილ და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს... დამზადებულს შეკვეთის მიღებისთანავე... გულით მორთმეულს ვენდის თანამშრომლების მიერ... თანამშრომლების, რომლებიც ჩვენი დამფუძნებლის, დეივ თომასის მემკვიდრეობას აგრძელებენ და ყოველდღიურად პირნათლად ასრულებენ თავის მოვალეობას.
ჩვენი ფასეულობები:
ხარისხი ჩვენი რეცეპტია
ვაკეთებთ საქმეს სამართლიანად
ხალხს ვეპყრობით პატივისცემით
მოგება ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია
გავიღოთ მოწყალება
ვენდი’ს გრძელვადიანი წარმატება იმ ძირეულ ღირებულებებთანაა დაკავშირებული, რომელთაც ყოველდღიურად ნებისმიერ საქმეში ვნერგავთ და ვაქსოვთ, ჩვენს რესტორნებსა და დამხმარე ცენტრებში, მსოფლიო მასშტაბით.
ვენდის ფასეულობები: „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“, „ვაკეთოთ საქმე სამართლიანად“, „გავიღოთ მოწყალება“ 40 წლის წინ ჩვენმა დამფუძნებელმა - დეივ თომასმა შექმნა. მისი სიტყვები დღესაც ჩვენი თანამშრომლებისთვის ძირითად მამოძრავებელ სლოგანს წარმოადგენს.
ამ ღირებულებების თანახმად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც ვენდი’ს, როგორც ბიზნესის წარმატებაზე ორიენტირება, აგრეთვე ჩვენს მომხმარებელზე, თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე ზრუნვაც.