"იდეალურ ადგილას" მდებარე სასტუმრო ვილა პალასი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია, როგორც ტურისტებისთვის აგრეთვე ბიზნეს შეხვედრებისთვის. სასტუმრო დამსვენებელს 61 მაღალი კლასის ნომერს სთავაზობს.
სასტუმროს კეთილმოწყობილი ბიზნეს ცენტრი მომხმარებელს სრულ მომსახურებას სთავაზობს შეხვედრების მოსაწყობად. როდესაც ორგანიზატორები შეხვედრის დაგეგმვით არიან დაკავებულნი, გამოცდილი მზარეულები მზად არიან ყველაზე მომთხოვნი სოციალური და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების მოთხოვნები დააკმაყოფილონ.
თითოეული ოთახი კონდიცირებულია და პირდაპირი სატელეფონო კავშირითაა უზრუნველყოფილი. ოთახები ევროპული სტანდარტებითაა გაწყობილი, რომელთა შორის არჩევანი მხოლოდ სტუმართა გასაკეთებელია. თითოეულ მათგანზე პირადი ტერასა, აუზი, სტანდარტული და ინდივიდუალური მომსახურეობაა გათვლილი. ვილა პალასი სამოთხეა თქვენი სიამოვნებისა და დასვენებისათვის. ამას გარდა სასტუმრო საშუალებას იძლევა, თითოეული სტუმრის მოთხოვნა საბანკეტო დარბაზისა და საკონფერენციო დარბაზის უზრუნვეყოფის შესახებაც დააკმაყოფილოს.
ვილა პალასის უპირატესობას თითოეული ოთახის ტელევიზორით, სატელიტური ანტენით, საკუთარი აბაზანით, საკუთარი ტერასითა და ყოველდღიური დასუფთავებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სასტუმრო ოთახების დიზაინი მეტად მდიდრულია. სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული საცურაო აუზი მდინარის ეფექტით, საუნა და ტრენაჟორები სტუმრების ყველანაირ მრავალფეროვან მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ოთახების დიზაინი სპეციალურად ისეა მოწყობილი, რომ სტუმრებს შინაური გარემო და კომფორტი შეუქმნას. 24 საათიანი ეგზოტიკური და ტრადიციული სამზარეულო საშუალებას იძლევა ინდივიდუალური მენიუს საფუძველზე შექმნილი კერძებით მოემსახუროს სტუმრებს.