კოლეჯის მისია
ფორმალური პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით. ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განათლებაზე. ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ხელს უწყობს სასწავლო სამეწარმეო პარტნიორობას. ზრუნავს შეზღუდული შესაზლებლობის მქონე სტუდენტებისათვის სწავლის პირობების შექმნაზე. ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას, თანამშრომლობს სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას, არაპროფესიონალური კადრების ჩანაცვლებას პროფესიონალი კადრებით.
ინფორმაცია კოლეჯის შესახებ
კოლეჯი უვადო სარგებლობის უფლებით ფლობს 1252კვ.მ ფართს(ორსართულიანი შენობა). აღნიშნულ ფართზე განთავსებულია სასწავლო აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სადურგლოს სახელოსნო, დეკორატიული გამოყენებითი ქსოვილების კაბინეტი, გიდის კაბინეტი სრული აღჭურვით, სარესტორნო საქმის ლაბორატორია, სასტუმრო საქმის ლაბორატორია, სამკერვალო სახელოსნო, სასწავლო სამზარეულო და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახები, რომლებიც აღჭურვილია სასწავლო პროცესისათვის საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. შექმნილია სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ოთახები უზრუნველყოფილი ბუნებრივი განათების შესაძლებლობით, დაწესებულება უზრუნველყოფილია გათბობის ცენტრალური სისტემით.