„ნატალი“ სილამაზის სამყაროში ძლიერი და რესპექტაბელური ბრენდია. „ნატალის“ პირველი სილამაზის სალონი თბილისში 1995 წელს გაიხსნა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელზეც სილამაზის სალონების მთელი ქსელის მუშაობაა დაფუძნებული არის კლიენტების ხარისხიანი მომსახურება, რომელიც ხორციელდება ფასების სამი კატეგორიის მიხედვით: სტანდარტი ბიზნესი და პრემიუმი.
დღეს „ნატალი“ აერთიანებს:
- სილამაზის სალონებს, სადაც კლიენტებს სთავაზობენ საპარიკმახერო, ფრჩხილებისა და კოსმეტოლოგიურ მომსახურებებს ფასების ორი - სტანდარტ და ბიზნეს - კატეგორიის მიხედვით;
- სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრს, რომელიც თავის მხრივ, საპარიკმახერო, ფრჩხილებისა და კოსმეტოლოგიურ სერვისებს აერთიანებს, ისევე როგორც ექსლუზიურ სპას Germaine de Capuccini-სგან და სოლარიუმ კლუბს;
- იმიჯ-აკადემიას, რომელიც სალონური მომსახურების სპეციალისტებს ამზადებს;
- სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე წამყვან ევროპულ ბრენდებს წარმოადგენს.
სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“ გთავაზობთ:
- კორპორატიულ მომსახურებას „აბონემენტის“ სისტემის მიხედვით. კომპანია ერთიანად იძენს აბონემენტებს კორპორატიული შეღავათით თავიანთი თანამშრომლების მომსახურებისთვის;
- სასაჩუქრე ბარათები;
- „სპეცმომსახურება“: მომსახურება 24:00 საათის შემდეგ, ხორციელდება წინასწარი ჩაწერის შემდეგ, 50 %-იდან 100 %-მდე ფასნამატით;
- კლიენტთა გასვლითი მომსახურება, ხორციელდება 50 %-იდან 100 %-მდე ფასნამატით.