"საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ანრი" დაარსდა 2000 წლის ივნისში. სასწავლებელი მოიცავს სასწავლო და საწვრთნელ ცენტრს, ასევე კრუინგულ სააგენტოს. სწავლის პროცესის ეფექტურად წარმარტვისათვის სასწავლებელს გააჩნია: ს/გ „კაპიტანი ო.ჩახვაძე“, მშრალტვირთმზიდი თბომავალი \\\"პერა\\\", ბიბლიოთეკა სამკითხველოთი, სამანქანე განყოფილება, გემის რეალური ტრენაჟერი, კეთილმოწყობილი კლას–ლაბორატორიები, მეზღვაურთა წვრთნისა და მომზადებისათვის აუცილებელი სხვადასხვა ტრენაჟერები, საერთო საცხოვრებელი 68 კაცზე, კვების ბლოკი, სამედიცინო პუნქტი, ცენტრალიზებული გათბობა.
ჩვენ ვამზადებთ როგორც დამწყებ მეზღვაურებს, ასევე ვეწევით უმაღლესი საზღვაო სპეციალისტების სწავლებას, გადამზადებას და სერტიფიცირებას.
საზღვაო სპეციალობების არჩევანი დიდია - მატროსი, გემის ელექტრიკოსი, გემის ელექტრო -გაზშემდუღებელი, გემთწამყვანი და სხვა. საზღვაო სასწავლო ცენტრმა ანრი-იმ შეიცვალა სახელწოდება 2014 წლის 1 ივლისიდან და ის იწოდება შპს „ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი“
საზღვაო ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო კრუინგულ კომპანიასთან, როგორიცაა Columbia Ships management, Baltic Group Int., Queensway Services, WELL Co., Troy shipping, Catha Shipping.
კრუინგულ კომპანიათა უმრავლესობის მეზღვაურები სერტიფიცირებას გადიან ჩვენს ცენტრში; ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულები კი უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი პროფესიული დასაქმებით.
“ანრი” მონაწილეობს TRACECA-ს პროექტში და არის\\\" IFSMA-ს და Global MET-ის ნამდვილი წევრი. მოიცავს: საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტს, საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს და კარიერის ცენტრს.