საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. მოამზადოს პრაქტიკოს - სპეციალისტები, რის საფუძველზეც შეძლებენ ცოდნაზე დაფუძნებული თანამედროვე შრომის ბაზრის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, მოთხოვნების დაკმაყოფილებას პროფესიული განათლების სფეროში დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
დასახული მისიის შესასრულებლად საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, მათ რეალიზაციას და მუდმივ განახლებას.
დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ბაზები და კაბინეტ-ლაბორატორიები, რომელიც აუცილებელია სწავლის შედეგების მიღწევისთვის.
საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფილია საინფორმაციო ტექნოლოგიური და საბიბლიოთეკო რესურსით.