,,იბერია ბიზნეს ჯგუფი“ (IBG) ჩამოყალიბდა 1999 წელს. დღეისათვის IBG წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე დიდ საავტომობილო ჰოლდინგს, რომელიც მოიცავს, როგორც ახალი ავტომობილების გაყიდვას, ასევე ავტოსერვისს, ავტოსათადარიგო ნაწილებს, ზეთებს და საბურავებს.
IBG ახორციელებს ახალი ავტომობილების იმპორტირებასა და რეალიზაციას, ასევე სთავაზობს კლიენტებს ავტომობილის ცვეთასთან და შეკეთებასთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებას.
საქართველოში IBG ოფიციალური წარმომადგენელია შემდეგი საავტომობილო ბრენდების: Volkswagen, Audi, Skoda Auto, Kia Motors, Renault, Mitsubishi Motors, Peugeot.
,,იბერია ბიზნეს ჯგუფი” კლიენტების მაქსიმალური კმაყოფილების უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროგრამა ,,თრეიდ ინს“ (Trade In), რაც გულისხმობს ახალი ავტომობილის შეძენისას ნებისმიერი მარკის მეორადი ავტომობილის ჩაბარებას და მხოლოდ ფასთა შორის სხვაობის დაფარვას.
ჰოლდინგის შემადგენლობაშია ასევე “ITA” (,,იბერია ტექ ავტომოტივი“) - კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ავტოსათადარიგო ნაწილების იმპორტისა და რეალიზაციის კუთხით, მუშაობს რა საბითუმო, საცალო და კორპორატიული მიმართულებით. ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას თბილისსა და ბათუმში. ITA არის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ისეთი მსოფლიო წამყვანი ბრენდებისა, როგორიც არის: Mobil, Continental, Bosch, Bilstein, Elf, Febi, Pirelli, Banner, Jurid By Honeywell, Lotos SA, Kavo Parts და სხვა მრავალი.
2011 წელს „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და რუსთავის შესასვლელში ახალი ავტობაზრობა - “Myauto” გახსნა.