იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა \\\"იბერია\\\" დაარსდა 1995 წ-ს. სკოლა მუშაობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიხედვით, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიებთან ერთად გულისხმობს დამატებით კომპონენტებს.
სკოლის უპირველესი მიზანია ,თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური და მორალურ-ზნეობრივი აღზრდა, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ხარისხიანი განათლების მიცემა.
სკოლა დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესიონალებით. მასწავლებლებს იღებენ კონკურსის წესით.
სკოლა ოთხ საფეხურიანია, მუშაობს გახანგრძლივებული დღის რეჟიმით 9 საათიდან 18 საათამდე.
4-5 კლასის მოსწავლეები , მასწავლებელთა მეთვალყურეობით და დახმარებით ამზამდებენ საშინაო დავალებებს.
დღეში 2 ჯერ ღებულობენ ცხელ საჭმელს.
სკოლის რეიტინგს განაპირობებს მოსწავლეთა მაღალი აკადემიური დონე. მათი წარმატებები საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში, აგრეთვე მისაღებ გამოცდებზე .
უფროს კლასელთა გუნდმა 3- ჯერ მოიპოვა პირველი ადგილი სამოქალაქო ინტელექტუალურ კონკურსში „რა? სად? როდის? „
სკოლა ცდილობს, მოსწავლეებს აკადემიურ ცოდნასთან ერთად განუვითაროს თანამედროვე სამყაროში ადაპტაციისათვის საჭირო უნარები.
სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა.
სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ცეკვის,ჭადრაკის,ხატვის წრეები.