ვებ გვერდი | იხილეთ ბმული |
იხილეთ ბმული |
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კიდევ რამდენიმე პროექტს დააფინანსებს
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გორის სასწავლო უნივერსიტეტში კიდევ რამდენიმე პროექტს დააფინანსებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი ლიტერატურული კაფე დაათვალიერა და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი არის რეგიონის მასშტაბით წამყვანი უნივერსიტეტი და გარდა სასწავლო პროცესისა, უნივერსიტეტი წარმოადგენს კულტურის მძლავრ კერას.
"საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაარსდა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღიჭურვა ლიტერატურული კაფე, რომელიც მოემსახურება უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ - მასწავლებლებსა და გორის რეგიონის ლიტერატურის, პოეზიისა და ხელოვნების მოყვარულებს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილი უნივესიტეტის რექტორს და სტუდენტებს შეხვდა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კიდევ რამდენიმე პროექტის დაფინანსების საკითხი განიხილა, მათ შორის უნივერსიტეტის მედიაცენტრისა და სტამბის გახსნის შესახებ.