შ.პ.ს კოლეჯი "გამა" მრავალპროფილიან სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც განათლებას განიხილავს, როგორც სწავლების და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ჰარმონიულ ერთიანობას, იგი ხარისხის მართვის ეფექტური სისტემის გამოყენებით, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული განათლების მაღალ ხარისხსა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების გამოშვებას.
კოლეჯი მხარს უჭერს ევროპული განათლებისა და კვალიფიკაციის დანერგვის ინიციატივებსა და ღონისძიებებს. საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრირების და მოქალაქეების გაზრდილი მობილობის პირობებში უზრუნველყოს პროფესიული განათლების ისეთი დონე, რომელიც შეესაბამება ახალ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, სასწავლებელი ცდილობს, რომ ჩამოყალიბდეს განათლების ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს: საგანმანათლებლო დაწესებულებაში პიროვნების, ქვეყნის და მსოფლიოს მოთხოვნილებების შესაბამის სწავლა - განათლების ხარისხის დონეს; განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, სწავლის და სწავლების თავისუფლებას; საგანმანათლებლო დაწესებულების დემოკრატიული სისტემის არსებობას; განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში; პროფესიული განათლების სისტემის ინტეგრირებას და ჰარმონიზაციას მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში.
საზოგადოებრვი კოლეჯი ,,გამა’’
ახორციელებს სწავლებას 5 პროფესიულ პროგრამაზე:
- ფარმაცევტის თანაშემწე ( V საფეხური)
- ექთნის თანაშემწე (III საფეხური)
- მასაჟისტი (III საფეხური)
- კბილის ტექნიკოსი (III საფეხური)
- ბუღალტერი ( III საფეხური)
კოლეჯის სტუდენტები აქტიურად არიან ჩაბმული არამარტო სასწავლო პროცესში, არამედ კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში, ტარდება სტუდენტური საღამოები, კონფერენციები. ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულთა უმეტესობა დასაქმებულია საქართველოს წამყვან ორგანიზაციებში, კლინიკებსა თუ სააფთიაქო ქსელებში.
საზოგადოებრივი კოლეჯი „გამა “ მისიის განხორციელებისთვის ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და პროფესიული სტანდარტების მოთხოვნებით.