კოლეჯს გააჩნია 25 წლიანი სწავლების გამოცდილება, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საბაზრო ურთიერთობაზე ორიენტირებული, მუდმივად განახლებადი სასწავლო გეგმები და პროგრამები. ჩვენი პროგრამები და კურსები საშულებას აძლევს სტუდენტებს მოემზადონ ახალი პროფესიების ათვისებაში და გამოიმუშავონ პროფესიული უნარ-ჩვევები, ეკონომიკის, ფინანსების, მცირე ბიზნესის, ტურიზმის, კომპიუტერის, ტანსაცმლის კონსტრუირება-მოდელირების სფეროებში.
სახელმწიფო ორგანიზაციებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, კერძო სტრუქტურებთან და სხვადასხვა დარგის მოქმედ სპეციალისტებთან პარტნიორობით კოლეჯში მზადდებიან მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრები, რომელთაც შეუძლიათ თავისუფლად გაერკვნენ სწრაფად ცვლად გარემოში და დაიკავონ თავიანთი ადგილი კონკურენციულ შრომის ბაზარზე.
თუ თქვენ მზად ხართ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, ჩვენი პროფესიონალი ინსტრუქტორები მოგეხმარებიან პროფესიის არჩევაში, გაგაცნობენ სასწავლო პროგრამებს, რომელთა ათვისებაც შეცვლის თქვენს ინტელექტს და გააფართოვებს თქვენი ცოდნის ჰორიზონტს.
ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ დაგვეთანხმებით, რომ კოლეჯი ”გეორგია” არის ის ადგილი, საიდანაც იწყება წარმატება თქვენს პროფესიულ კარიერაში და გაგიხსნით გზას დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ.
კოლეჯი „გეორგია“ წარმოგიდგენთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
1) ტურიზმი – სასტუმრო საქმის წარმოება.
იხილეთ ბმული
2) ბიზნესის ადმინისტრირება – ბუღალტერია
იხილეთ ბმული
3) გამოყენებითი ხელოვნება
იხილეთ ბმული
4) არქიტექტურა და კომპიუტერული დაგეგმარება
იხილეთ ბმული