ვებ გვერდი | იხილეთ ბმული |
იხილეთ ბმული |
ბნსუ-ს ბიბლიოთეკის ფონდის განახლება
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდი 2018 წლის იანვრიდან დღემდე 120 ახალი სახელმძღვანელოთი შეივსო. დაწესებულებამ შეისყიდა ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის, გეოგრაფიის, უახლესი ისტორიისა და სხვა მიმართულებების თანამედროვე გამოცემები. სახელმძღვანელოები ამ დროისათვის კატალოგიზირებულია. ბნსუ-ს ბიბლიოთეკის მომხმარებლებს ვთხოვთ, ყურადღება გაამახვილონ ახალ გამოცემებზე.
სამეცნიერო სემინარი
2018 წლის 16 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ ქეთევან გოლეთიანის სამეცნიერო სემინარი ,,ორგანიზაციული კულტურის როლი სტრესების მართვისა და კონფლიქტების დარეგულირების პროცესში.“ სემინარზე განხილული იქნა ორგანიზაციული კულტურა, როგორც სწორი მენეჯმენტის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, სტრესების როლი ორგანიზაციათა ეფექტიანობის კლებაში, კონფლიქტების წარმოქმნის წყაროები და მათი დარეგულირების გზები და საშუალებები. გარდა სამეცნიერო ღირებულებისა, სემინარს ჰქონდა მაღალი პრაქტიკული ღირებულებაც, რადგან, მას მოჰყვა აქტიური დიკუსია. სამეცნიერო სემინარის დასარულს, ბნსუ-ს ადმინსტრაციის ხელმძღვანელის - კანცლერის ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჩატარდეს შიდასაუნივერსიტეტო კვლევა სტრესებისა და კონფლიქტების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შედეგებიც მოემსახურება ბნსუ-ს მენეჯმენტის პოლიტიკის გაუმჯობესება და სამუშაო პროცესის ხარისხის ამაღლებას.
პროგრამების საჯარო განხილვა
2018 წლის 10 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში შედგა საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების საჯარო განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული პროგრამის პოტენციური დამსაქმებლები, ბნსუ-ს პარტნიორი საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლები, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, პროგრამის განმახორცილელებლები, სტუდენტები, ბნსუ-ს ადმინისტრაცია. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ,,საზღვაო ნავიგაციისა“ და ,,გემის მექანიკის“ ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა ვახტანგ თავბერიძემ და როლანდ რიჩკოვმა წარმოადგინეს მოდიფიცირებული პროგრამები, აღწერეს მათი სტრუქტურა, გაამახვილეს ყურადღება არსებულ სირთულეებსა და აგრეთვე, პროგრამების ძლიერ მხარეებზე. ბნსუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარნმენ ხვედელიძემ ისაუბრა საზღვაო განათლების აქტუალურ პორბლემებსა და უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე. ბნსუ-ს პარტნიორი კომპანიების წარმომდგენლებმა და კურსდამთავრებულებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები პროგრამების შესახებ. საჯარო განხილვაში მონაწილე პირებმა შეავსეს ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული პროგრამის შედეგების მნიშვნელობის განმსაზღვრელი კითხვარები.
ბნსუ-ს ლოგისტიკის ფაკულტეტის პროგრამების საჯარო განხილვა
2018 წლის 24 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის საწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ლოგისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,სართაშორისო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის“ და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,სატრასპორტო ლოგისტიკის“ საჯარო განხილვა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს როგორც დამსაქმებლებმა, ისე პარტნიორმა ორგანიზაციებმა, პროგრამის კურსდამთავრებულებმა, განმახორცილებელებმა და საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა.
ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა წარადგინა პრეზენტაცია მოდიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, გააცნო დამსწრეთ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგები, ისაუბრა განახლებული პროგრამების სტრუქტურასა და შინაარსობრივ ნიუანსებზე. დამსაქმებლებმა და პარტნიორებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები პროგრამებან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებმა შეავსეს პროგრამის შეფასების კითხვარები. შეხვედრის შედეგები აისახება ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროცესში.
,,ერთად ვაშენოთ საქართველო“ პროექტის პრეზენტაცია
2018 წლის 12 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მეორე ეროვნული სტუდენტური ბიზნეს-ოლიმპიადის ,,ერთად ვაშენოთ საქართველო“ პროექტის პრეზენტაცია. პროექტის განხორციელება იგეგმება 2018 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. პრეზენტაცია წარადგინეს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ტალახაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის კოორდინატორმა, ქალბატონმა გულნაზ ერქომაიშვილმა. მათ გააცნეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობები. დაიგეგმა ოლიმპიადის ორგანიზატორთა სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ს სტუდენტებთან.
2018 წლის 6 თებერვალს, ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა“ და ,,აკადემიკოს ი. ბუგაის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ უნივერსიტეტს“ (კიევი, უკრაინა) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშკრულება. ხელშკრულება გულისხმობს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების, აქტუალური პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
მხარეები შეთანხმდნენ პროგრამების, სამეცნიერო სიახლეებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტუდენტთა და პედაგოგებთა გაცვლის, ასევე ინტელექტუალური და მატერიალური რესურსის ურთიერთსარგებლობის საკითხებში.
კერძი უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ვიზიტი
2018 წლის 2 თებერვალს ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებიდნენ ,,კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი ნიკა კვერნაძე, მედიასა და საზოგადოებასან ურთიერთობის მენეჯერი ელენე მარგალიტაძე. ვიზიტის ფარგლებში, ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობაზე, პრიორიტეტებზე, ასოციაციის მიზნებსა და გეგმებზე.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის და ასოცაციის წარმომადგენელთა შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა. მხარეებმა ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
შეხვედრა დამსაქმებელთან
2017 წლის 22 აგვისტოს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ყოველწლიური შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებელ კომპანიებთან. ბნსუ-ს მემორანდორი საკრუინგო და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის გამოკითხვაში, მისცეს შეფასება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კომპეტენციებსა და უნარ-ჩვევებს, გაეცვნენ ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებში შესულ ცვლილებებს, გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის პარტნიორ კომპანიებს თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.
მემორანდუმი აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოსთან
2017 წლის 22 აგვისტოს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა და აჭარის ავტონომიური რესპიბლიკის დასაქმების სააგენტომ, გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო და სახელმწიფო სექტორს შორის ურთიერთობის გამყარება და განვითარება. მომავალი თანამშრომლობა გულისხმობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას, ბნსუ-ში კარიერული ცენტრის შქმნას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც არსებითად შუწყობს ხელს საგანმანათლებლო სექტორის მუშაობის ეფექტურობას და დასახული შედეგების მიღწევას.
აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი გაესაუბრა საზღვაო დარგისა და ლოგისტიკის სფეროს წარმომადგენლებს, მემორანდუმის გაფორმების ღონისძიების ფარგლებში შეხვდა ბნსუ-ს ამჟამინდელ პოტენციურ დამსაქმებლებს, ბნსუ-ს რექტორმა და სააგენტოს დირექტორმა, ასევე საკრუინგო და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს დასაქმების სფეროში არსებულ მიმდინარე პრობლემებზე და მათი გადაჭრის სავარაუდო გზებზე.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდ
2017-2018 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ეტაპები და ვადები
წყარო: სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საიტი, http://eqe.gov.ge/geo/static/39/mobility/rules--procedures
პირველი ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა:
2017 წლის 06 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით;
2. ცენტრის მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა:
2017 წლის 17 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით.
მეორე ეტაპი:
1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა:
2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;
2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა:
2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;
3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა:
2017 წლის 23 აგვისტო.
მესამე ეტაპი:
1. ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა:
2017 წლის 23-24-25 აგვისტო;
2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა:
მიმღებიუ მაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;
3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა:
მიმღებიუ მაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;
მეოთხე ეტაპი:
1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა
2017 წლის 25 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით;
2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა:
2017 წლის 12 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა:
2017 წლის პირველ ოქტომბრამდე.
მეხუთე ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა:
2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით;
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა:
2017 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით;
3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა
2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით;
4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა:
2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით;
5. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების (თანდართული ელექტრონული ვერსიით) ცენტრში წარდგენის ვადა:
2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით;
6. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა:
სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა.