Be Different Candidate - გახდი წარმატებული კანდიდატი!“
,,ბი დი სი''-ა კადემია წარმატებით ფუნქციონირებს 2006 წლიდან. პროგრესირებს და მიჰყვება საზოგადოებისა და სასწავლო ბაზრის მოთხოვნებს. ატარებს მოკლევადიან ტრეინინგებს კომპიუტერის, უცხო–ენების, ბუღალტერიის, საბანკო, საფინანსო, საგადახადო საქმის, ჟურნალისტიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და PR-საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების შესასწავლად. ასევე აქტიურად შეასწავლის ფარმაციას, პირველად სამედიცინო მომსახურებას , ოფის მენეჯერის თეორული და პრაქტიკული კურსი, და სხვ.
,,ბი დი სი''აკადემია მაქსიმალურად ამომწურავ ცოდნას აძლევს დაინტერესებულ პირებს, რაშიც ხელს უწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების მუშაობა. მოკლევადიანი ტრეინინგის პრიორიტეტია–– მინიმალურ დროში მაქსიმალურად საჭირო და გამოყენებადი განათლება მიიღოს მსმენელმა. ცენტრის მსმენელები სტაჟირებას გადიან ბანკებში, აფთიაქებში, სამაუწყებლო და ბეჭდვით მედიაში, სხვადასხვა სპეციფიკურ ორგანიზაციებში და იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
BDC საგანმანათლებლო ცენტრმა 2010 წლიდან მიიღო ტრეინინგ –აკადემიის სტატუსი და აქტიურად მუშაობს სწავლების მეთოდების დახვეწაზე. წარმატებული რეორგანიზაციის შედეგად გაფართოვდა ქსელი, გაიხსნა ფილიალები, დამყარდა კავშირები უცხოელ პარტნიორებთან, ამუშავდა გაცვლითი პროგრამები, გაღრმავდა ურთიერთ–თანამშრომლობა ქართულ ბრენდებთან და წამყვან ბიზნეს წრეებთან.
BDC აკადემიის მიზანია მაქსიმალურად დაეხმაროს საზოგადოებას განათლებაში და უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მსმენელი არ არსებობდეს. სწავლების მაღალი დონე და პედაგოგების კვალიფიკაცია სავსებით გამორჩეულ კანდიდატებს სთავაზობს დამსაქმებლებს.აკადემია ატარებს სხვა და სახვა სახის საქველმოქმედო აქციებს. და ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
თბილისის დედათა და ჩვილ ბავშვთა თავშესაფარში მცხოვრებ ახალგაზრდა დედებს საგანმანათლებლო ცენტრი BDC აკადემია საჩუქრების დღესასწაული მოუწყო. „დედის დღესთან“ დაკავშირებით.და ასევე ცენტრის ხელმძღვანელობა დედებს სასწავლო სერთიფიკატები გადასცა.
ასევე პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმომქმედო ფონდ იავნანას მზრუნველობის ქვეშ მყოფ გიორგი გელაშვილისა და ლია გოგიბერიძის მრავალშვილიან ოჯახს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ცენტრის ხელმძღვანელობამ მარავლშვილიან ოჯახს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და უფასო სწავლების ვაუჩერს გადასცა.
,,ბი დი სი’’ აკადემია და რუსთავი 2 ახორციელებს ერთობლივ პროექტს რაც ითვალისწინებს დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო გადამზადება.
ცენტრი აქტიურად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას 2009 წლიდან დღემდე გაფორმებულ ხელშეკრულებასთნ დაკავშირებით ,, არა სამთავრებო ორგანიზაცია ბავშვთა სოფელი’’რაც ითვლისწინებს ბენეფიცირების უფასო გდამზდებსა და წარმატებული მსმენელების დასაქმებას. ცენტრი უზრუნველყოფს წარმატებული კურს დამთავრებულების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას. აკადემიას დასაქმებულები ყავს ისეთ სფეროებში როგორებიცაა , ბანკები, აფთიაქები,ტურისტული კომპანიები.