ვებ გვერდი | იხილეთ ბმული |
იხილეთ ბმული |
ჩვენი წარმატება!
სტუდენტური ფესტივალი „ამირანი 2018"
30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისში რიგით მეთერთმეტე საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „ამირანი 2018" გაიმართა. ფესტივალზე ნაჩვენები იყო თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმი „ბათუმის ერთი დღე“.
საჯარო ლექციები
21 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორომა ვახტანგ დავითაიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ბათუმის ძველი (მიტოვებული, უმოქმედო, უსარგებლო) სამრეწველო შენობების რევიტალიზაცია, რეკონსტრუქცია და ადაპტაცია“. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორიმა ბესარიონ ტატიშვილმა: „ავტორიტარიზმის არქიტექტორული ანატომია, არქიტექტურა კონტექსტში“.
22 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრმა, პროფესორმა გიორგი ჭანიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ბათუმი - ევროპული ქალაქი ისტორიული განაშენიანების სტრუქტურა და არქიტექტორული სტილი“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა გიული გეგელიამ: „რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია რესპუბლიკის მასშტაბით და მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა ბათუმის მაგალითზე“. საჯარო ლექციები დაფინანსდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" საერთაშორისო კინოფესტივალებზე
ამჟამად ესპანეთში საერთაშორისო კინოფესტივალი Las Palmas de Gran Canaria მიმდინარეობს, რომლის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" იღებს მონაწილეობას.
პარალელურად ფილმი სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზეც არის წარმოდგენილი პროგრამაში Best of Best.
"ნამე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციაა.
ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, შემდეგ კი იგი ვილნიუსის და სოფიას კინოფესტივალებზეც აჩვენეს.
აღსანიშნავია, რომ სოფიას კინოფესტივალზე ზაზა ხალვაში ჟიურის წევრიც იყო (ბალკანური ფილმების პროგრამა).
"ნამე" სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.
ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის საჯარო ლექციები
10 აპრილს ჩატარდა ლექცია სახელწოდებით „ევროკავშირის როლი საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025-ის განვითარებაში“. ტ. უილიამსმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა და განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს და მისი სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას გრძელვადიან პერსპექტივაში. მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირის როლზე აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებასა და განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ტ.უილიამსმა პირადად მიიღო მონაწილეობა „საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025“-ის შექმნაში.
11 აპრილს ჩატარდა ლექცია „რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან აჭარას“, რომლის მიზანი იყო შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა. განხილული იქნა საკითხები: რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ინდუსტრიები და რა სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ მათ ქვეყნის ეკონომიკას, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას აჭარაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითრების მიმართულებით.
ტ. უილიამსს გააჩნია კულტურისა და მედიის სექტორში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება, წლების განმავლობაში იყო UNESCO-ს ბრიტანეთის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.
ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამე“-ს პრემიერა ვილნიუსში
26 მარტს, ვილნიუსში ჩატარებულ კინო ფესტივალზე „Kino Pavasaris“ გაიმართა ქართველი რეჟისორის, ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის ზაზა ხალვაშის მხატვრული ფილმის „ნამე“-ს პრემიერა. აღსანიშნავია, რომ ფილმი წარმოადგენს პირველ ქართულ-ლიტვურ პროექტს, რომელის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო სამი ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიამ: საქართველო - BAFIS, ლიტვა - TREMORA და საფრანგეთი - ALPHA VIOLET.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა კინემატოგრაფიის სფეროში ქართულ-ლიტვური წარმატებული თანამშრომლობის როლს ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში. ელჩმა ასევე დააფიქსირა, რომ ფილმის პრემიერა განხორციელდა საქართველოსა და ლიტვის დამოუკიდებლობის ასლი წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში.
ელჩმა მადლიერება გამოხატა ფილმი „ნამე“-ს შემქმნელების, ცნობილი ქართველი და ლიტველი კინოხელოვანების მიმართ, გაწეული ძალისხმევისათვის და ახალ ფილმსა და რეჟისორს წარმატებები უსურვა.
ფილმის პრემიერას ესწრებოდნენ ლიტვის ხელისუფლების, პარლამენტისა და სამთავრობო ინსტიტუტების, ლიტვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე კულტურის, ბიზნეს წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.
ბულგარეთის ელჩის ვიზიტი
18 მარტს ხელოვნების უნივერსიტეტს ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა და ელჩის მრჩეველი ტიხომირ ტოდოროვი ეწვივნენ. უნივერსიტეტის რექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უმაღლეს სახელოვნებო საგანმანმათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას. ე. მესხია ელჩს ესაუბრა სოფიის თეატრისა და კინოს ხელოვნების სახელმწიფო აკადემიასა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამაშრომლობის მემორანდუმის შესახებ და მომავალი ურთიერთობების პერსპექტივაზე. ელჩის წინადადებით მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება ბულგარეთის ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.
ქორეოგრაფიული კონფერენცია
2018 წლის 17 მარტს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: "ქორეოგრაფიული ფოლკლორი - ისტორია და თანამედროვეობა". კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი ინგა შამილიშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა, უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ერმილე მესხია და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რეზო ჭანიშვილი.
სტაჟირების პროგრამაზე ყაზახეთის ხელოვნების უნივერსიტეტიდან
15 მარტს ყაზახეთის ეროვნული ხელოვნების უნივერსიტეტსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია საშემრულებლო პროგრამის მაგისტრები (სულ 7 სტუდენტი), რომლებიც სტაჟირების პროგრამას გაივლიან ხელოვნების უნივერსიტეტში.
თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში
6 მარტს ხელოვნების უნივერსიტეტს ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული ქალბატონი მაქბულე ქოჩაკი ეწვია. რექტორსა და გენერალურ კონსულს შორის გაიმართა საუბარი ხელოვნების უნივერსიტეტსა და თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ქალბატონმა მაქბულე ქოჩაკმა გამოთქვა სურვილი ხელოვნების უნივერსიტეტის დიზაინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ პროექტებში, რომელსაც ახორციელებენ ბათუმში გახსნილი საწარმოები. ურთიერთშეთანხმებით უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელობასთან.