სპორტკომპლექსი „არენა" საბჭოთა კავშირის დროს ცნობილი იყო როგორც კომპლექსი „სკა", რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის საჯარისო ნაწილს და საზოგადოებისთვის დახურულ ობიექტს წარმოადგენდა. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა 2007 წლამდე, თუმცა მაშინდელი სამუშაოები მინიმალური იყო და სტნდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა სპორტის მოყვარულები და პროფესიონალი სპორტსმენები მაქსიმალურად წურავდნენ კომპლექსის ამ მწირ შესაძლებლობებს.
2011 წელს კომპლექსი გადავიდა კერძო მფლობელობაში და შესაბამისად მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია. ახალ მფლობელთა გადაწყვეტილებით შენობას შეუნარჩუნდა პროფილი და დაემატა ახალი მიმართულებებიც. ეს განაპირობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარობამ და მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსებზე მოთხოვნის საგრძნობლად ზრდამ.
ჩატარდა შენობის სრული რეაბილიტაცია, როგორც გარეგნულად, ასევე შიგნით. მოძველებული და უხარისხო შეიცვალა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის დანადგარებით. მთლიანად გამოიცვალა სპორტული დარბაზის საფარი, შეკეთდა წლების მანძილზე დაზიანებულ მდგომარეობაში მყოფი სახურავი, განახლდა განათება. აუზი და გასახდელები მთლიანად შიეცვალა. მოწესრიგდა პარკინგის ტერიტორია, გაფართოვდა და მაღალი დონის ინვენტარით შეივსო სატრენაჟორო დარბაზი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.