შ.პ.ს. ,,ორიენტირი” დაფუძნდა 1992 წელს და საქმიანობა დაიწყო საშუალო პროფესიული სამედიცინო სასწავლებლის ლიცენზიით და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებდა სასწავლო-საგანმანათლებლო მუშაობას.
2002 წელს დამფუძნებლის ანზორ მაჭარაშვილის, ძალისხმევით ორგანიზაციამ დააკმაყოფილა განათლების სამინისტროს მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები და მიიღო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. გაიარა აკრედიტაცია და ეროვნულგამოცდებ გავლილი სტუდენტებით დაკომპლექტდა.
2011 წელს ,,ორიენტირმა” განაახლა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ააშენა და თანამედროვედ აღჭურვა მის საკუთრებაში არსებული ორივე შენობა ც. დადიანის # 28,( 500კვ ფართით) წერონისის # 208. (1008კვ. ფართით)
განხორციელებული ცვლილებების შედეგად სასწავლებელმა გაიარა ავტორიზაცია. მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების _ საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი და განესაზღვრა ქვოტა 652 სტუდენტის ოდენობით, რამაც საშუალება მოგვცა დაგვეკავებინა ერთ-ერთი ღირსეული ადგილი მოწინავე კოლეჯებს შორის.
კოლეჯ ,,ორიენტირის’’ მიზანია სტუდენტებს მისცეს სწორი პროფესიული ორიენტაცია, მობილობის შესაძლებლობა საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებულ სასწავლებლებში, ევროპული მეთოდების და რეკომენდაციების დანერგვა.
საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ორიენტირი’’
ახორციელებს სწავლებას 11 პროფესიულ პროგრამაზე:
- მცირე ბიზნესის მწარმოებელი (IV-V საფეხური)
- კბილის ტექნიკოსი (III-IV-V საფეხური)
- ფარმაცევტის თანაშემწე ( V საფეხური)
- მასაჟისტი (III-IV საფეხური)
- კრიმინალისტი (III-IV-V საფეხური)
- პრაქტიკოსი ექთანი ( V საფეხური)
- ბუღალტერი (III-IV-V საფეხური)
- ექთნის თანაშემწე (III საფეხური)
- ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი (III-IV-V საფეხური)
- ინფორმაციული ტექნოლოგიები (III საფეხური)
- ნივთიერებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი (III-IV-V საფეხური)
სტუდენტები პროფესიის შესაბამის პრაქტიკულ ჩვევებს ეუფლებიან სხვადასხვა წამყვან დაწესებულებებში:
- სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო;
- სტომატოლოგიური კლინიკა ,,დენტა’’
- საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,კარიტასი’’;
- აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრი;
- #2 მოზრდილთა პოლიკლინიკა;
- #34 აფთიაქი;
- შ.პ.ს. ,,რეფერალური ჰოსპიტალი 2012’’;
- შ.პ.ს. მულტიტესტი;
- ი. ქუთათელაძის ფარმაკო ქიმიის ინსტიტუტი.
სასწავლებელში შექმნილია თბილი, მზრუნველი, საქმიანი გარემო, დირექციას მუდმივი კომუნიკაცია აქვს სტუდენტთა მშობლებთან და მეურვეებთან
კოლეჯის სტუდენტები აქტიურად არიან ჩაბმული არამარტო სასწავლო პროცესში, არამედ კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში, ტარდება სტუდენტური საღამოები, კონფერენციები.
გუნდი ორიენტირი მონაწილეობას იღებდა ,,მანსანკანში’’ და იუმორისტულ გადაცემა ,,ნოკაუტში’’ სადაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია.
,,ორიენტირი “ მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში (ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებს)
ორიენტირი არის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი და სხვა წევრ კოლეჯებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს პროფესიული საქმიანობის პოპულარიზაციაში.
დამაარსებლის ბატონ ანზორ მაჭარაშვილის, სოფიო და რამაზ მაჭარაშვილების ყოველწლიურად განახლებისადმი სწრაფვამ, ახალი პროფესიონალი კადრების მიღებამ განაპირობა ჩვენი კურსდამთავრებულთა უმრავლესობის წარმატებით დასაქმება ქვეყნის წამყვან ორგანიზაციებში .