ვებ გვერდი ორიენტირი | იხილეთ ბმული |
facebook // ორიენტირი | იხილეთ ბმული |
ვებ გვერდი ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია | იხილეთ ბმული |
facebook // ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია | იხილეთ ბმული |
უახლოეს დღეებში იწყება რეგისტრაცია შპს ორიენტირში
სიახლე
„პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის" შესაბამისად „კბილის ტექნიკოსის პროფესიული უნარების" პროექტის ფარგლებში სსიპ აკაკი კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის მე-8 და სსიპ ქ. თბილისის მე-11 საჯარო სკოლებშისაგაკვეთილო პროცესს დაესწრო პროექტის კოორდინატორი კოლეჯიდან ნონა ფანჯიკიძე.
სიახლე
ბაგა ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის სწავლების შინაარსი „მეცნიერება და მათმატიკა“ - შედეგის დადასტურებისთვის მზადება, შესაბამისი გარემოს მოწყობა კოლეჯის სივრცეში და შედეგის დადასტურება. დადასტურებამ წარმატებით ჩაიარა და ვიდეო და ფოტომასალის სახით შეიქმნა შედეგის დადასტურების მტკიცებულებები. პედაგოგი - პროფესიული მასწავლებელი დარეჯან ბენდელიანი.
სწავლის დაწყება
კოლეჯ ორიენტირში საშემოდგომო მიღების სტუდენტებისათვის სასწავლო წელი დაიწყი!
კოლეჯმა პროფესიულ სტუდენტებს სასწავლო წლის პირველი დღე გაულამაზა, ხალისიანი განწყობა შეუქმნა და დაულოცა წარმატებული გზის დასაწყისი დევიზით - სწავლება დასაქმებისთვის!
სიახლე
საზოგადოებრივი კოლეჯი"ორიენტირი“ გთავაზობთ
სწავლებას დ ა ს ა ქ მ ე ბ ი ს თ ვ ი ს!
იჩქარეთ, სასწავლო პროცესის დაწყებამდე დარჩა 7 დღე!!!!!
26 წლიანი საგნმანათლებლო გამოცდილების მქონე კოლეჯი „ორიენტირი“ აცხადებს მიღებას შემდეგ სპეციალობებზე: პრაქტიკოსი ექთანი(მეხუთე საფეხური), ექთნის თანაშემწე(მესამე საფეხური; 9 კლასის ბაზა ), ფარმაცევტის თანაშემწე(მეხუთე საფეხური), კბილის ტექნიკოსი(მესამე საფეხური; 9 კლასის ბაზა), მასაჟისტი(მესამე საფეხური; 9 კლასის ბაზა; მინიმალური ასაკი 18 წელი), ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი(მეხუთე საფეხური).
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს. პრაქტიკული სწავლება შესაძლებელია როგორც კოლეჯის ბაზაზე - სიმულაციურ გარემოში, ასევე პრაქტიკის ობიექტებზე, პოტენციურ დამსაქმებლებთან.
კოლეჯი „ორიენტირი“ წარმატებით ურთიერთობს ბაზარზე მოქმედ ათობით მსხვილ კომპანიასთან . მათ შორისაა შპს „პსპ აფთიაქი“, შპს „ ფარმანეტი“, შპს აფთიაქი 34, სს „ბიოფარმი“, შპს „ეუბიოტიკები“, შპს „დენტი 32“, შპს „დენტა“, „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“, სამშობიარო სახლი „გაგუას კილინიკა“, შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრი“, „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“, შპს „ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა“, შპს „ნევერლენდ პრომო“, „საქართველოს კარიტასი“, შპს „ფორსეპალსი„ ა(ა)იპ ქ. თბილისის 46-ე საბავშვო ბაღი, ა(ა)იპ ქ. თბილისის 43-ე საბავშვო ბაღი.
კოლეჯი „ორიენტირი“ აწარმოებს სტუდენტთა დასაქმების სტატისტიკას, რის საფუძველზე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კოლეჯში მიღებული ცოდნა დასაქმების წინაპირობაა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხარისხიც საკმაოდ მაღალია.
კოლეჯი ორიენტირი აცხადებს მიღებას
იჩქარეთ, ადგილები განსაზღვრულია
სიახლე
2018წლლის 21 მაისს კოლეჯ ორიენტირში შედგა შეხვედრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, რასაც ასევე ესწრებოდნენ პროფესიული სტუდენტები და კოლეჯის დირექტორი რამაზ მაჭარაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს კოლეჯის მისიის დახვეწისა და სვოტ- ანალიზის საკითხები.
სიახლე
ბაგა-ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა მოდულური პროგრამის სტუდენტების მიერ შედეგის დადასტურების პროცესი მოდულში „სააღმზრდელო გარემო“. მოდულს უძღვებოდა პროფესიული მასწავლებელი დარეჯან ბენდელიანი. სტუდენტებმა შექმნეს საბავშვო ბაღის ეზოს სწორად ორგანიზებული, მხარდამჭერი გარემოს მაკეტი. ასევე, ჯუფებად დაყოფილმა სტყუდენტებმა მოაწყვეს გარემოს სხვადასხვა ცენტრები. შედეგი საოცრად ლამაზი, მიმზიდველი , ფერადი, საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა და შედეგი წარმატებით დადასტურდა.
სიახლე
2018 წლის 10 მაისს კოლეჯ „ორიენტირის“ ეზოს მწვანე ნარგავები შეემატა, რაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა.