შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო ამზადებს კონკურენტუნარიან, შემოქმედებითად მოაზროვნე და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე , პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილ სპეციალისტებს.
დასახული მიზნის განსახორციელებლად კოლეჯი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროფესიული პროგრამების შესწავლას. კოლეჯი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
- საექთნო განათლება (მოდულური)
- ფარმაცია (სააფთიაქო) (მოდულური)
- საოფისე საქმე (მოდულური)
- პრაქტიკოსი ექთანი V საფეხური (მოდულური)