ანტუან დე სენტ ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლა შეიქმნა 1993 წელს, ეს იყო პირველი და ერთადერთი კერძო ფრანგული სკოლა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენ მიზნად დავისახეთ ფრანგული პედაგოგიკის მიღწევები მოგვერგო ქართული ეროვნული პედაგოგიური ტრადიციებისათვის და გაგვეზარდა ის თაობები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. კერძოდ ჩვენ გამოვიყენეთ სელესტენ ფრენესა და ოვიდ დეკროლის პედაგოგიკის პრინციპები:,,მასწავლებელ-მოსწავლის თანამშრომლობის სკოლა" და ,,სკოლა კედლების გარეშე". სტრუქტურულად სენტ-ეგზიუპერის სკოლა არის სამსაფეხურიანი: დაწყებითი-საბაზო-საშუალო