საქართველოში პროფესიული განათლების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, თანამედროვე გამოწვევების, შრომის ბაზრის მოთხოვნილებების და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით
ჩვენი მისიაა:
1.თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო/მოდულური პროგრამების შემუშავება.
- შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების
მომზადების უზრუნველყოფა;
3.სრულყოფილი პროფესიული განათლების მისაღებად აუცილებელი სწავლებისათვის შესაბამისი მატერიალურ - ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა, თანამედროვე ბიბლიოთეკითა და ლაბორატორიებით აკადემიის აღჭურვა.
- პერსონალისათვის ყველა პირობების შექმნა სასწავლო პროცესის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისად წარმართვისათვის.
- მუდმივი ზრუნვა დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მუდმივად ცვალებადი და განვითარებადი თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისად პროგრამების განახლება - დახვეწა.
- პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.
- პროფესიულ სტუდენტთა კულტურული და სპორტული ღონისძიებების სათანადო ხელშეწყობა.