10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

ყოველწლიურად ბაზარზე ასეულობით ახალი მოდელის ავტომობილები ჩნდება, მაგრამ მათგან ავტომობილების ფანატების ყურადღებას მხოლოდ ერთეულები იქცევენ-სიჩქარე, სიმძლავრე, ფორმები და ფეშენებელური სალონები. ამათგან მხოლოდ ზოგიერთს შეგვიძლია ვუწოდოთ ექსკლუზიური, მათმა ღირებულებამ დღეს უკვე მილიონობით დოლარს გადააჭარბა და მათი შეძენა მხოლოდ ძალიან მდიდარ კოლექციონერებს შეუძლიათ. 

იხილეთ 2015 წლის ყველაზე ძვირადღირებული 10 ავტომობილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ სიაში შევიდა მხოლოდ ახალი ავტომობილები, რომლებიც სერიულ წარმოებაშია გაშვებული და მათი შეძენა თეორიულად ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

10. Maybach Landaulet
10.Maybach-Landaulet

წარმომადგენლობითი კლასის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც ამ რეიტინგში მოხვდა, არის Maybach Landaulet, რომლის ღირებულება 1.350.000 დოლარს აღწევს. ეს მანქანა სტილის, ფუფუნების, ელეგანტურობის, გერმანული

პრაქტიციზმის და საიმედოობის მკაფიო გამოხატულებაა. 6 ლიტრი მოცულობის V-ს მსგავსი 12 ცილინდრიანი ძრავის წყალობით Maybach Landaulet-ი 5,2 წამში 100 კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებს.

9. Zenvo ST1
9Zenvo-ST1

დანიური ახალგაზრდა კომპანია Zenvo-ს მიერ გამოშვებული სუპერქარი Zenvo ST1 თავის თავში განსაკუთრებულ სიმძლავრეს და განუმეორებელ სტილს მოიცავს , მისი ღირებულება 1.255.000 დოლარს შეადგენს. 1.104 ცხენის ძალიანი ძრავი 2,9 წამში 100 კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებს, ხოლო Zenvo ST1-ის მაქსიმალური სიჩქარე 375 კმ/სთ-ს შეადგენს.


8. Ferrari LaFerrari
8Ferrari-La-Ferrari

იტალიური (Super car) Ferrari LaFerrari 1.300.000 დოლარი ღირს, იგი ფერარის პირველი ჰიბრიდულ ძრავიანი ავტომობილია. ამ მონსტრის კაპოტში 6 ლიტრი მოცულობის V-ს მსგავსი 12 ცილინდრიანი ძრავია მოთავსებული, რომლის სიმძლავრე 800 ცხენის ძალას აღწევს, ამავე დროს განთავსებულია ელექტრომოტორი, რომლის სიმძლავრე 163 ცხენის ძალას შეადგენს. Ferrari LaFerrari 100 კმ/სთ-ში სიჩქარეს სულ რაღაც 2,8 წამში ავითარებს. ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს შეადგენს.


7. Koenigsegg Agera R
7Koenigsegg-Agera-R

შვედური წარმოების სუპერქარი Koenigsegg Agera R ღირებულებით 1.600.000 დოლარი 100 კმ/სთ-ში სიჩქარეს 2,8 წამში ავითარებს. მანქანას გააჩნია პოტენციალი, რომ 418 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს, თუმცაღა, ელექტრონიკით განსაზღვრული სიჩქარე მხოლოდ 378 კმ/სთ-ია.  ავტომობილში  5 ლიტრი მოცულობის V-ს მსგავსი 8 ცილინდრიანი ძრავი ორმაგი ტურბოდაბერვით არის მოთავსებული, რომლის სიმძლავრე 1115 ცხენის ძალას შეადგენს.


6. Aston Martin One-77
6Aston-Martin-One-77

ბრიტანული ავტოწარმოების სიამაყე Aston Martin One-77-ის ღირებულება 1.850.000-ს შეადგენს, მის დასახელებაში  «One» ნიშნავს, რომ ის სილამაზით და სიმძლავრით მსოფლიოში ნომერი პირველია, ხოლო «77» მანქანების ის რაოდენობაა, რომლის გამოშვებას კომპანია გეგმავს. Aston Martin One-77-ის ძრავის  სიმძლავრე 750 ცხენის ძალას შეადგენს და მას 3,4 წამში 100 კმ/სთ-ში სიჩქარის გავითარება შეუძლია. ხოლო ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 354 კმ/სთ-ს მოიცავს.


5. Koenigsegg One:1
5Koenigsegg-One1

შვედური მეგაქარი  Koenigsegg One:1-ის ღირებულება 2.000.000 მილიონ დოლარს აღწევს, იგი შვედური ინჟინერული იდეის შედევრს წარმოადგენს.  ავტომობილში  5 ლიტრი მოცულობის V-ს მსგავსი 8 ცილინდრიანი ძრავია მოთავსებული. Koenigsegg One:1-ის ძრავის  სიმძლავრე 1.341 ცხენის ძალას შეადგენს და მას 2,8  წამში 100 კმ/სთ სიჩქარის გავითარება შეუძლია. თეორიულად ავტომობილს  სტარტიდან 20 წამში 400კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.


4. Ferrari F60 America
4Ferrari-F60-America

ამერიკულ ბაზარზე არსებობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Ferrari-მ  სუპერქარი Ferrari F60 America გამოუშვა,  რომელიც F12berlinetta-ს მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს.  ავტომობილში  6,3 ლიტრი მოცულობის ძრავია მოთავსებული და მისი  სიმძლავრე 740 ცხენის ძალას შეადგენს. რობოტიზირებული შვიდსაფეხურიანი გადაცემის კოლოფთან ერთად ავტომობილს 3,1 წამში 100 კმ/სთ-ში სიჩქარის გავითარება შეუძლია.  ტოპ კომპლექტაციით Ferrari F60 America-ს ღირებულება 3.200.000 დოლარს შეადგენს.


3. Bugatti Veyron Super Sports
3Bugatti-Veyron-Super-Sports

სუპერქარი Bugatti Veyron Super Sports-ის ღირებულება 2.400.000 დოლარს შეადგენს. ავტომობილი 2,5 წამში 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და დღევანდელ დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილის ტიტულს ატარებს, რომელსაც ავტორბოლის ტრეკზე 430 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.


2. Lykan Hypersport
2Lykan-Hyperspor

კომპანია W Motors-ის, (კომპანიის შტაბ-ბინა დუბაიში მდებარეობს) მიერ შექმნილი ჰიპერქარი  Lykan Hypersport-ის ღირებულება 3.400.000 დოლარს შეადგენს. ავტომობილში 750 ცხენის ძალის სიმძლავრის 6 ცილინდრიანი ბიტურბინირებული ძრავია განთავსებული და მას 2,8 წამში 100 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება შეუძლია. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 395 კმ/სთ-ს შეადგენს.


1.Lamborghini Veneno
1Lamborghini-Veneno

2015 წლის ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად იტალიური ჰიპერქარი  Lamborghini Veneno არის მიჩნეული, რომელიც 4.500.000 დოლარი ღირს. ავტომობილს 2,8 წამში 100 კმ/სთ სიჩქარის გავითარება შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ-ს შეადგენს. ყოველწლიურად მხოლოდ  სამი Lamborghini Veneno-ს ეგზემპლიარი გამოდის. Lamborghini Veneno-ს შეძენის მსურველები იძულებულნი არიან ჩაეწერნონ რიგში, რომელიც უკვე რამდენიმე წელზე გაიჭიმა.


თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook