როგორ გავუმკლავდეთ “ენერგეტიკულ ვამპირებს”?

ისინი ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან და რა ტერმინითაც არ უნდა მოვიხსენიოთ, იქნება ეს ენერგეტიკული ვამპირები თუ ნევროსთენიური პიროვნებები, არსი მაინც ერთია-მათ ჩვენს ცხოვრებაში დიდი ქაოსის და დისკომფორტის შემოტანა შეუძლიათ და ისინი ენერგიას და ძალებს გვართმევენ, თუ რა თქმა უნდა არ შევეწინააღმდეგებით ამას.

1

ენერგეტიკული ვამპირები ხშირ შემთხვევაში ნევროტიკები არიან, რომლებსაც სხვადასხვა დოზით პიროვნული დარღვევები აღენიშნებათ. როგორც წესი, მათ შემდეგი განმასხვავებელი ნიშნები ახასიათებთ. ესენია:

ცდილობენ თქვენი საზღვრები დაარღვიონ;
ყველაფრისგან ტრაგედიის შექმნა შეუძლიათ, მაშინაც კი, როცა ამისი საფუძველი არ არსებობს;

უკიდურესად კრიტიკულნი არიან და არაფერი აკმაყოფილებთ;
მათი წუწუნი უკვე ქრონიკულ ფორმაშია გადასული;
მუდმივად კამათობენ, მათთვის რამეში დათანხმება უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს;
მათი კაპრიზი და მოთხოვნის ფორმა ბავშვისას ჰგავს, რომლებისთვისაც “არა” 796210უბრალოდ არ არსებობს.
პესიმიზმი მათი ჩვეული ფორმაა და ყველაფერში ავის მომასწავებელ ნიშნებს ხედავენ.
პასუხისმგებლობის აღება არაფერში არ სურთ და არსებულ პრობლემებში საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებენ.

ერთმა ასეთმა ადამიანმა სამსახურში შეიძლება დამპალი ვაშლის ფუნქცია შეასრულოს და ნელ-ნელა ირგვლივ ყველა და ყველაფერი დაალპოს. ასეთი ადამიანის გვერდით იგრძნობთ, რომ მისი პრობლემები ნელ-ნელა თქვენი გახდება და მთელი დღე ამითი იქნებით დაკავებულნი, მაშინ როცა, საკუთარი საქმეები სადღაც შორ პლანზე გადავა. ეს ენერგეტიკული ვამპირის დამახასიათებელი ნიშანია-თქვენი ნების დათრგუნვა და საკუთართან დამორჩილება. ეს არ უნდა დავუშვათ.
წარმოგიდგენთ სამ ნაბიჯს, რომელიც ენერგეტიკულ ვამპირს განაიარაღებს.

1) იმისი გაგება, რომ ენერგეტიკული ვამპირის თვალთახედვის არეში მოხვდი

energeticheskij-vampir

პირველ შეხვედრისთანავე ამისი გაგება რთულია. მისი მხრიდან იაზვური კომენტარები და ექსცენტრული ქცევა, ახალი ჭორები და პიკანტური დეტალები, დრამატიზმისა და საიდუმლო ტანჯვის მომენტები თავიდან შესაძლოა მომხიბვლელიც გეჩვენოთ. თქვენ შეიძლება იგი აღიქვათ, როგორც სულელი და არაორდინალური პიროვნება, ხოლო მისი მძიმე და უიღბლო ცხოვრების შესახებ ისტორიების მოსმენამ შესაძლოა თქვენი თანაგრძნობაც გამოიწვიოს. თუმცაღა, მალე იგრძნობთ, რომ “რაღაც ისე არ არის” და უცნაური გრძნობა დაგეუფლებათ, ამის იგნორირებას ნუ მოახდენთ.

Vampirizm-3ენერგეტიკულ ვამპირთან შეხვედრის და საუბრის შემდეგ დაღლილობას და
თავის ტკივილს იგრძნობთ. ამავე დროს გაურკვეველი სევდაც დაგეუფლებათ. ზოგჯერ მისი გამოხედვაც კი შეგაშფოთებთ. შეიძლება თავი მოიტყუოთ და გაიფიქროთ-რა სიღრმისეული და ყურადღებიანი გამოხედვაა, მაგრამ თუ დააკვირდებით, იგრძნობთ რომ თქვენი სხეული საფრთხის შემცველ სიგნალებს გამოსცემს-შებოჭილობა, კუნთების დაჭიმვა და უცნაური სიცივის შეგრძნება.

2) მინიმუმამდე შეამცირეთ ურთიერთობა

ენერგეტიკულ ვამპირთან ურთიერთობის შეწყვეტა თუ შეუძლებელია, მაშინ მასთან პირდაპირი ურთიერთობის დრო მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. ეს არც თუ ისე მარტივია, მითუმეტეს, თუ ის თქვენი ოჯახის წევრი ან კოლეგაა. თუ უკვე იცით, რომ მისი ყოველი მონაყოლი მექსიკურ სერიალში ან ტრაგედიაში გადაიზრდება, უმჯობესია დასაწყისშივე განუმარტოთ, რომ დროში ძალიან შეზღუდული ხართ, და მცირე დროის გასვლის შემდეგ ბოდიში მოუხადოთ და საკუთარ საქმეებს დაუბრუნდეთ.

3) მის პრობლემებში არ ჩაეფლოთ

თქვენი პირველი რეაქცია შეიძლება იყოს — მას მრავალი პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროთ, რომელთა შესახებაც ენერგეტიკული ვამპირი გიყვებათ. სინამდვილეში ეს რეალობას მოკლებულია. გამოცდილ ფსიქოლოგებსაც კი ყოველთვის არ გამოსდით, რომ საუბარი პრაქტიკულ ჭრილში მოაქციონ და ნეგატივის ნაკადი შეაჩერონ. ენერგეტიკული ვამპირი თქვენს მიერ პრობლემების გადაჭრის ვარიანტებს არ მიიღებს ან სხვა ახალ პრობლემებს წარმოგიდგენთ.

მისი პრობლემების ხელყოფას იგი როგორც ტრაგედიას აღიქვამს და ეს ნაწილობრივ ასეც არის. ენერგეტიკულ ვამპირს თქვენი ენერგია და არა თქვენი რჩევები ესაჭიროება. საუკეთესო გამოსავალია მას მისცეთ მხოლოდ ის ენერგია, რომელიც ადამიანური ურთიერთობისას ბუნებრივი მომენტია, მხოლოდ ეს დასწრებაზე უნდა გააკეთოთ, podryga-vampirმისდამი მაქსიმალური სითბოთი სულისხმიერება გამოხატეთ ხოლო პრობლემის გადაჭრაზე კრინტიც არ დაძრათ, არ დაუშვათ, რომ მან არაფრის მომცემ დისკუსიაში ჩაგითრიოთ, ამის სანაცვლოდ ყველანაირი ემოციური მხარდაჭერა დაანახეთ. მაგალითად, თუ ეს არის კოლეგა, რომელიც მუდმივად თქვენგან დახმარებას და რჩევას ითხოვს და სურს, რომ მის ნაცვლად საკუთარ თავზე აიღოთ ყველა საკითხში პასუხისმგებლობა, უთხარით:  “მე შენი მჯერა და ვიცი, რომ სწორ გამოსავალს ნახავ, მე შენს გვერდით ვარ”, ამ სიტყვების შემდეგ მაშინვე საკუთარ საქმეებს დაუბრუნდით.


თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook