როგორ დავამშვიდოთ განრისხებული ადამიანი?

განრისხებული ადამიანის დამშვიდების 7 ყველაზე ეფექტური და საიმედო რჩევა.

2“განრისხებული ადამიანის დასამშვიდებლად საჭიროა, რომ მასზე ყურადღება გავამახვილოთ და საშუალება მივცეთ საკუთარი ბრაზი ბოლომდე ამოანთხიოს. ამასთან ერთად, შევეცადოთ, ის მიზეზი აღმოვფხრათ, რამაც ეს ადამიანი განარისხა, — მიაჩნია ჯეკ შაფერს, ფსიქოლოგიის პროფესორს, ყოფილ სპეციალურ აგენტს, წიგნის “სპეცსამსახურების მეთოდიკით ჩავრთოთ მომხიბვლელობის” ავტორს  . — ასეთი მიდგომა მანკიერ წრეს გაარღვევს და კრიტიკულ სიტუაციას ისე მოაგვარებს, რომ ურთიერთობა არ გართულდება”.

ეს მართალია, კონფლიქტის მოგვარებისას თუ შეძლებთ და ოპონენტს საკუთარ თვალში აამაღლებთ, მაშინ ის არამარტო დამშვიდდება, არამედ თქვენდამი პოზიტიურადაც განეწყობა.
როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

1) განრისხებული ადამიანისთვის ნურაფრის ახსნას ნუ შეეცდებით, ამ დროს იგი საღად ვერ აზროვნებს.
მრისხანება ორგანიზმში ბრძოლის ან გაქცევის რეაქციას იწვევს, რომელიც ფიზიკურად და აზრობრივად ადამიანს კონფლიქტისკენ უბიძგებს. ამ დროს ორგანიზმი საფრთხეზე ინსტინქტურად ახდენს რეაგირებას.

საფრთის შეგრძნების გაზრდასთან ერთად ადამიანს საღი აზროვნების უნარი სულ უფრო ეკარგება. ისინი იქცევიან და ლაპარაკობენ დაუფიქრებლად და კოგნიტური აშლილობის დონე მრისხანების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

3

ადამიანს, რაც უფრო გაბრაზებულია, მით უფრო უჭირს, რომ ლოგიკურად იაზროვნოს.

2) მიეცით დრო.
განრისხებულ ადამიანს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, რომ დამშვიდდეს და საღად შეაფასოს სიტუაცია. მანამდე კი, იგი თქვენგან არანაირ ახსნას და კონფლიქტის მოგვარების საშუალებებს არ მიიღებს.

3) მაშინვე შესთავაზეთ მარტივი გამოსავალი.
ადამიანებს ყოველთვის სურთ იგრძნონ, რომ ისინი მართავენ სიტუაციას. განრისხებული ადამიანი ცდილობს, რომ დაკარგული მართვის სადავეები
დაიბრუნოს. ხოლო ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნების უუნარობას იგი მდგომარეობიდან გამოჰყავს და ეს დაბნეულობას იწვევს, ხოლო დაბნეულობა მრისხანებაში გამოიხატება.

განრისხებული ადამიანისთვის ასეთი საქციელის მარტივი ახსნა ან პრობლემის გახმოვანება ხშირად მის დაშოშმინებას იწვევს.

4) თუ პრობლემის მარტივმა გადაწყვეტამ არ უშველა, გამოხატეთ თანაგრძნობა.
როდესაც განრისხებული ადამიანი გაიგებს, რომ მისი ესმით, ეს თავიდან მის გაკვირვებას და დაბნეულობას გამოიწვევს.  თუ ეს მოულოდნელად მოხდა, მას შეიძლება ეჭვიც გაუჩნდეს, თუ რამდენად გულწრფელია ეს დამოკიდებულება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ოპონენტი ამ ყველაფერს თანაგრძნობით განამტკიცებს.

5) შეაფასეთ მოსაუბრის ემოციური მდგომარეობა.
ეს თანაგრძნობას უფრო რეალურ ჭრილში წარმოაჩენს. ისწავლეთ ნიუანსების გარჩევა: მრისხანება შეიძლება სხვადასხვა ემოციებისგან შედგებოდეს (წყენა, 4სიბრაზე, მოწყენილობა და სხვ.). ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ ადამიანი საჭირო მიმართულებით წაიყვანოთ.

ყურადღება მიაქციეთ ვერბალურ და არავერბალურ რეაქციებს. მიმიკის არც ერთი ცვლილება არ გამოგრჩეთ.

ყური უგდეთ ხმის მოდულაციას და სხვადასხვა ემოციის გამომხატველ სიტყვებს.

6) განრისხებულ ადამიანს საშუალება მიეცით, რომ სიბრაზე გადმოანთხიოს.
როგორც წესი, მრისხანებისგან დაცლა პირველ ჯერზე სრულად არ ხდება, მაგრამ პირველი მცდელობა ყველაზე ძლიერია. ის ადამიანს ეხმარება, რომ დაძაბულობისა და სიბრაზის დიდი დოზისგან გათავისუფლდეს და დიალოგში შემოვიდეს.  შემდგომი მცდელობები ნაკლებად ინტენსიურია, განსაკუთრებით განრისხებულ ადამიანს თუ არავინ გააღიზიანებს.

მრისხანებისგან ყოველ განტვირთვას ბუნებრივი პაუზები მოსდევს. კარგია, თუ მათ თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვებით შევავსებთ.

ყოველ ჯერზე სიბრაზის დოზა შემცირდება. ჩამოშვებული მხრები და დაბლა მიმართული მზერა იმისი ნიშანია, რომ სიბრაზე სრულად გაქრა.

7)  ივარაუდეთ.
ვარაუდი გაბრაზებულ ადამიანს კონფლიქტის მოგვარებისაკენ წაიყვანს. ეს ისე უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ მოსაუბრეს შეწინააღმდეგების სურვილიც არ გაუჩნდეს.

ვარაუდის გამოთქმა აქტიური მოსმენის შედეგად უნდა მოხდე და იგი სიბრაზეს კონფლიქტის მოგვარებისკენ წაიყვანს, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღება.

ვარაუდის ფორმულირება ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანს რეკომენდაციისგან თავის არიდება გაუჭირდეს.

მოდით ეს ტექნიკა სამუშაო სიტუაციაში განვიხილოთ:

5
ხელმძღვანელი:  მე მეგონა, რომ მოხსენება დღეს დილით იქნებოდა მზად. თქვენს საქციელს გამართლება არა აქვს (მრისხანება).
ქვეშემდომი: მე ვერ შევძელი მოხსენების დამთავრება, რადგან მონაცემები გაყიდვების განყოფილებიდან ვერ მივიღე. ისინი შემპირდნენ, რომ ერთი საათის განმავლობაში მომაწოდებენ საჭირო ინფორმაციას (მარტივი ახსნა).

ხელმძღვანელი: ეს არ არის არგუმენტი, თქვენ მათგან კატეგორიულად უნდა მოგეთხოვათ მონაცემების მიღება. ნუთუ არ გესმით, თუ რა მნიშვნელოვანია ეს მოხსენება. დღეს კლიენტთან მაქვს შეხვედრა დანიშნული, არც კი ვიცი რა ვქნა (ახსნას უგულებელყოფს)

ქვეშემდომი:  თქვენი აღელვება გასაგებია, რადგან კლიენტი დღეს ელოდება მოხსენებას (თანაგრძნობა).

ხელმძღვანელი: დიახ და თქვენ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდეთ (სიბრაზის გამოშვება)

ქვეშემდომი:  თქვენ იმედგაცრუებული ხართ, რადგან ჩემგან მოხსენების მიღებას დილით ელოდებოდით (თანაგრძნობა).

ხელმძღვანელი: სწორედ ასეა! (ტანში მოხრილია და ოხრავს; სიბრაზე თითქმის გაქრა).
ქვეშემდომი: მე ახლავე ჩავალ გაყიდვების განყოფილებაში და კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მონაცემები მალე გადმომცენ, ასე რომ, ჩემი აზრით, მოხსენება კლიენტის მოსვლამდე მექნება გამზადებული (ვარაუდი)

ხელმძღვანელი: კეთილი, იმედია ყველაფერი კარგად იქნება (სიბრაზე საბოლოოდ გაქრა).

როდესაც ადამიანს საშუალებას ვაძლევთ, რომ საკუთარი სიბრაზისგან დაიცალოს, ეს იმის ალბათობას ზრდის, რომ იგი თქვენს გადაწყვეტილებას მიიღებს და ამავე დროს თქვენგან პატივისცემას იგრძნობს.

ამ ორთაბრძოლაში უკეთესი შედეგის მოფიქრება არც კი შეიძლება.


თარგმინილი და ადაპტირებულია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook