რატომ გვეკარგება საკუთარ თავში რწმენა?

2
“ვარ ძალიან მორცხვი”; “მიჭირს უარის თქმა”; “მეშინია აუდიტორიის წინაშე გამოსვლა”; “როცა ვარ შეყვარებული, ვგრძნობ, რომ საპასუხო გრძნობას არ ვიმსახურებ”; “ასე მგონია, რომ დადებითი თვისებები საერთოდ არ გამაჩნია”… ეს სიტყვები მხოლოდ ერთზე მეტყველებს-თქვენ არასაკმარისად დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში. როგორ ხდება მისი წარმოქმნა?

“საკუთარ თავში დაურწუმნებლობაში ადამიანები მთელ რიგ ფაქტორებს მოიაზრებენ და მისი როგორც ტერმინად გამოყენება, თითქმის შეუძლებელია, — ხსნის ფსიქოთერაპევტი ჟერარ ლუვენი (Gérard Louvain)” — ამ გამონათქვამით, კლიენტს იმისი თქმა სურს, რომ მას საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობა ვერ ეწყობა, რადგან საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული.

იმისი აღიარება, რომ “საკუთარი თავის არ გჯერა”, ყოველთვის რაღაც პირად ისტორიას მალავს.  ჩვენ მორცხვები ან დაკომპლექსებულნი არ ვიბადებით, ჩვენ ასეთები ვხდებით. თუმცაღა, ყველა შემთხვევაში შეგვიძლია საერთო ხასიათი დავინახოთ: თვითდაურწმუნებლობის ელემენტები ყოველთვის ჩვენს მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობების შედეგად აღმოცენდება.

მშობლები შვილებში საკუთარი ოცნებების რეალიზებას ცდილობენ
“რა მოუქნელი ხარ!” — გაღიზიანებულად მოთქვამს დედა და თავის ხუთი წლის 3შვილის ტლანქ მოძრაობებს უყურებს.  თავის დროზე მას უნდოდა გამხდარიყო ბალერინა, მაგრამ ეს არ მოხდა და დაისახა მიზნად, რომ მისი შვილი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს. ჯერ კიდევ ფროიდი აღნიშნავდა, რომ მშობლებს არ შეუძლიათ საკუთარი ამბიციური ოცნებები შვილებზე არ გადმოიტანონ, რადგან მათ არ გამოუვიდათ, მაშასადამე თავის შვილს გამოუვა და ზოგიერთი მშობელი ძალიან ძლიერად ებღაუჭება ამ სურვილს, რაც ხელს უშლის რომ შვილი ისეთი მიიღოს, როგორიც არის. როცა აღმოაჩენენ, რომ შვილს მათი ოცნების რეალიზება არ შეუძლია, უზარმაზარი იმედგაცრუება ეუფლებათ და ამის საპასუხოდ ისინი საკუთარ შვილს სისტემატურად ჩაგრავენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვისთვის მშობლის სიტყვა ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ეს მის თვითშეფასებას თანდათანობით აკნინებს და საბოლოოდ ანადგურებს. მომავალში ამ პროცესმა შესაძლოა მას რიგი სფეროების ათვისებისას შინაგანი აკრძალვები გაუჩინოს: სიყვარული, სამსახური, ურთიერთობა სხვა ადამიანთან და სხვ.

შვილის პრობლემების დანახვაზე უარის თქმა
4

“რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გექნება”, — ხშირად იმეორებდა მამაჩემი. ახლა ვხვდები, რომ ეს იყო ჩემი პრობელემებისადმი მისი დამოკიდებულების ფორმა-მამაჩემს არ უნდოდა, რომ ჩემ გამო შეწუხებულიყო. ამის გამო დღეს ყოველ წვრილმანს შეუძლია მდგომარეობიდან გამომიყვანოს — იხსენებს ერთ-ერთი პაციენტი. — ახლა მე თავად მეზრდება პატარა გოგონა და ვიცი, რა უნდა გავაკეთო მის დასახმარებლად, უნდა ვიყო ყურადღებიანი იმისადმი, რასაც ის საკუთარ თავში თრგუნავს, მისი შინაგანი აკრძალვებისადმი: რატომ ჰყავს ასე ცოტა მეგობარი, რატომ უჭირს ზეპირ გამოცდაზე გასვლა…”  ხშირად მშობლები, რომლებიც საკუთარ პრობლემებში არიან ჩაფლულნი, მიდრეკილნი არიან, რომ სტრაუსის ტაქტიკას მიმართონ. ამისთვის მათი გაკიცხვა რთულია. მაშინაც კი,  თუ ეს სიბეცე ხშირად შვილს დიდობაში რამდენიმე წლიანი ფსიქოანალიტიკოსთან ვიზიტი დაუჯდება, რათა შინაგან ბარიერებს გაუმკლავდეს. მაშინ როცა, მშობლებს ელემენტარული ყურადღება რომ მიექციათ მათთვის, დღეს ეს პრობლემები არ იარსებებდა. სხვა შემთხვევა-მშობლებს ურჩევნიათ, არაფერი შეამჩნიონ, რათა სულიერი წონასწორობა შეინარჩუნონ. თავად ისინი მიჩვეულნი არიან, რომ საზოგადოებაში ბრწყინავენ, ხოლო მათი მორცხვი შვილი (ასეთი მშობლების შემთხვევაში ხშირი მოვლენაა) მათ პატივმოყვარეობას აკნინებს.

გადამეტებული მეურვეობა
5
“ველოსიპედის ყიდვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, შეიძლება დაეცე და დაზიანდე!” — აფორიაქებული მშობლები ხშირად გადამეტებულად მეურვეობენ შვილებს. ცხოვრება იმდენ ხიფათს მოიცავს, თუ მას შფოთვის ჭრილში განვიხილავთ. სინამდვილეში არაფერია ისეთი გადამდები, როგორც შიშისა და შფოთვის გრძნობა, რომელიც სრულად გვიპყრობს და მისი გაკონტროლება შეუძლებელია. დედას და მამას შვილის გამო ეშინიათ, ხშირად წარმოიდგენენ, რომ მას სასიკვდილო ხიფათი ელოდება. შვილი მათ შიშებს ითვისებს და ასევე თავისი სიცოცხლის გამო შფოთვა ეუფლება. იგი ცდილობს, ყველაფერ იმას აარიდოს თავი, რაც მცირედი დოზით მაინც საფრთხესთან არის დაკავშირებულლი და თანდათანობით უსაფრთხოების საშუალებებს ზრდის, რის შედეგადაც ნელ-ნელა საკუთარ თავში რწმენას კარგავს. “ფორიაქი ძალიან ცვალებადია  და შეიძლება გადაიზარდოს სხვებთან ურთიერთდაპირისპერების შიშში ან ძალაუფლებისადმი გაუბედაობაში,” — აღნიშნავს ჟერარ ლუვენი. — აქედან იქმნება შინაგანი აკრძალვები და შიშები იმ სფეროებში, რომლებიც ამის საფუძველს არ იძლევიან.

ბავშვის ღირსებების გადამეტება
6
“ჩემი გოგო განსაკუთრებულია! ის ისეთი ჭკვიანი და ლამაზია!” — აქებს დედა თავის გოგოს, რომელიც სირცხვილისგან  არ იცის სად დაიმალოს. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ბავშვმა საკუთარი ფასეულობა იგრძნოს და თავის თავს პატივი სცეს, საჭიროა, რომ ახლობლები აფასებდნენ და პატივს სცემდნენ, მაგრამ “ შეფასებაში გადამეტება ისევე საზიანოა, როგორც სათანადო დონეზე არ შეფასება”, — გვაფრთხილებს ფსიქოთერაპევტი ელიზაბეტ მარტენი  (Elisabeth Martin). ეს ბავშვს შინაგანი სიმტკიცის შეგრძნებას არ აძლევს, ვინაიდან მას საკუთარი უნარების რეალურად შეფასება არ შეუძლია. სამომავლოდ ეს უბიძგებს, რომ თავისი ცხოვრება იმ ჭრილში განახორციელოს, რომელიც მშობლებმა გადამეტებულად თავს მოახვიეს, ამის შედეგად პიროვნება თავს ხელმოცარულ ადამიანად შეიგრძნობს, რომელმაც იდეალს ვერ მიაღწია.

მშობლების გაუცნობიერებელი სურვილები
55
ყველაზე დამანგრეველია მშობლების გაუცნობიერებელი სურვილები — განსაკუთრებით მაშინ, როცა მათში მტრული დამოკიდებულება არსებობს. რადგან გაუცნობიერებლის კონტროლი ადამიანს არ შეუძლია. ამავე დროს არსებობენ საკმაოდ ინფანტილური და ნევროზისადმი მიდრეკილი მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებში სახიფათო მეტოქეებს ხედავენ, რომელთა წარმატებაც მათ ჩრდილავს. ბავშვის ფსიქიკა ამ ნეგატიურ ემოციებს იჭერს და შესაბამის სიმპტომებს აყალიბებს ბლოკირების, შიშების ან სხვა სახით.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ ბავშვის თვითდაურწმუნებლობის ჩამოყალიბებაზე რამდენად მოქმედებს მშობლებთან ურთიერთობა. თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ შვილების ნევროზების გამო მშობლებზე სრული პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლება. ჩვენ გვიყვარს მშობლები, ისინი ჩვენს აღფრთოვანებას იწვევენ — ამის შედეგად ისინი ჩვენს ბედზე მოქმედებენ და, რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, თავად განვკარგოთ საკუთარი ცხოვრება.


თარგმინილი და ადაპტირებულია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook