ინტერენტი საქართველოში — ინფორმაციული ზომბირების პროცესი

შევედი ჩემს ფეისბუკის გვერდზე, აბა, რა ხდება ახალი და საინტერესო… აი, მაგარი პოსტი, რატომ არის მაგარი?  იმიტომ, რომ ეს იმ ტიპმა დაწერა, მაგარს რომ პოსტავს… აჰა, გასაგებია… ბევრი ფიქრი არ სჭირდება, ეს ყველაფერი სიმართლე იქნება, აბა, ამდენი მოწონება და გაზიარება ამ პოსტს ტყუილად ხომ არ ექნებოდა…  მეც მოვიწონებ და გავაზიარებ…

facebook-silhouette-screen

ეს ერთის შეხედვით “უწყინარი პროცედურა” მრავალი ფეისბუკის მომხმარებლისთვის ყოველდღიურ ნორმად იქცა… პოსტის ნახვა  და ინფორმაციის გააზრებისა და გადამოწმების გარეშე მისი მოწონება და გაზიარება… მერე რა, თუ ეს პოსტი, მაგალითად, ჩვენს პატრიარქს დასცინის… ან ჩვენს რელიგიას შეურაცხყოფს…  ყველაზე მთავარია, რომ მას ბევრი მოწონება და გაზიარება ჰქონდეს და “მაგარი ტიპის” მიერ იყოს “შემოგდებული”…

3ეს “მაგარი ტიპებიც” როგორ მომრავლდნენ საქართველოში… თან რა “საპატიო მისია” აკისრიათ… ჩვენს ახალგაზრდობას აუხილონ თვალები, დაანახონ
ჭეშმარიტი დემოკრატიისა და თავისუფლების გზა…  თან ამ ყველაფერს  ისინი “სრულიად უანგაროდ” აკეთებენ, აი ასე… თავისთვის ზიან, წერენ და მერე ავრცელებენ…  ეს ხომ მარტივი არ არის, ახალგაზრდებს დაანახო, რომ რელიგია მხოლოდ ჯიპებში მხდომი მამაოები არიან, რომლებიც ხანდახან “ტაბურეტკებით” ხელში ამხედრებულნი დარბიან… ის, რომ საუკენეების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა ამდენი მსხვერპლის ხარჯზე იგი ჩვენამდე მოიტანა, ვის აინტერესებს?  ან ჩვენმა პატრიარქმა რამდენი გააკეთა საქართველოსთვის, რა მნიშვნელობა აქვს…  ყველაზე მთავარია, “მაგარი ტიპები” რას იტყვიან და დაწერენ… თან ეს ხომ მარტივია, არ გჭირდება გონების დაძაბვა…. შენს მაგივრად “მაგარი ტიპები” იფიქრებენ… შენ, მთავარია, მოიწონე და გააზიარე… რომ შენმა მეგობრებმაც ნახონ ეს პოსტები…

საითკენ მიდის ეს ყველაფერი?

დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია…
მე მხოლოდ ერთს დავამატებდი:

პოსტს სანამ მოვიწონებთ და გავაზიარებთ, ცოტა მაინც დავფიქრდეთ!

STUDIO WEBGEORGIA-ს ხელმძღვანელი ვახტანგ ჯინჯიხაძე

 

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook