იდეალური ბავშვი-ეს შესაძლებელია?! (გაგრძელება)

ჩემს ერთ დაქალს ჰყავს გოგონა ვერიკო.  როცა ის 3 წლის იყო,  დედა ცდილობდა მისთვის “მადლობის” თქმა ესწავლებინა, როცა მას ვინმე რაიმე გემრიელით უმასპინძლებდა.

(გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ წინა პოსტში)

შედეგი არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო… ყოველ ჯერზე მადლობის თქმის შეხსენება იყო საჭირო.
მაშინ ერთი იდეა დამებადა!

1

მე გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: როცა ვერიკო რაიმე ნივთს მაძლევდა, მე ვუღიმოდი და მადლობას ვეუბნებოდი. ჩემი დაქალიც შეუერთდა ამ ექსპერიმენტს.

შედეგმა არ დააყოვნა!

2-3 დღის შემდეგ ვერიკომ აითვისა ახალი ქცევა და მადლობის თქმის შეხსენება უკვე აღარ სჭირდებოდა! კიდევ რამდენიმე დღე დაგვჭირდა, რომ ვერიკოში ეს ქცევა კარგად დაფიქსირებულიყო.

ახალმა ქცევამ ბავშვის ქვეცნობიერში სრულიად ბუნებრივად შეაღწია: ეს კოპირებით და მიბაძვით მოხდა, რასაც ბავშვები საკუთარი მშობლებისგან სწავლობენ.

2

“ვაჩვევთ პატივისცემას: სწრაფად, საიმედოთ და სიცოცხლის ბოლომდე!”

როგორ? პირველი ნაბიჯი უკვე აშკარაა: პატივი ეცით თქვენს პატარას. მოექეცით როგორც თანასწორს, მოისმინეთ მისი აზრები და სურვილები. ყური უგდეთ სინამდვილეში და არა მოჩვენებითად. ბავშვები ყოველთვის გრძნობენ ნამდვილ და ყალბ დამოკიდებულებას.

უხეშობისგან თავი შეიკავეთ. ბავშვის მიმართ შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი მიმართვის ფორმები საერთოდ ამოიღეთ ლექსიკონიდან.

“ვასწავლოთ თავაზიანობა”
წინა მაგალითის ანალოგიურად აქაც ყველაფერი მარტივადაა. ჩვენ ვცდილობთ ბავშვს სხვადასხვა სიტუაციებში თავაზიანობის ელემენტები დავანახოთ. მადლობას ვუხდით, თავაზიანად მივმართავთ და სხვა.

რაც მთავარია, გამოავლინეთ მოთმინების უნარი, შედეგი მაშინვე ვერ მიიღწევა, ამას გარკეული დრო და დიდი შრომა სჭირდება.

“მივაჩვიოთ ბავშვი ჭამის შემდეგ ჭურჭლის გარეცხვას”
ეს ისე უნდა გავითამაშოთ, რომ ბავშვმა ჭურჭლის რეცხვისგან ნამდვილად მიიღოს სიამოვნება. როგორ მოვახერხოთ ეს? ამისათვის მრავალი ვარიანტი არსებობს.

3

შეგვიძლიათ მოვაწყოთ შეჯიბრი, თუ ვინ უფრო სწრაფად და ხარისხიანად გარეცხავს ჭურჭელს. შეგვიძლია თეფშები მონაცვლეობით გავრეცხოთ… და მრავალი სხვა.  გამარჯვებულს, ანუ თქვენს ბავშვს საზეიმოდ გადაეცემა ჯილდო, მაგალითად, რაიმე ტკბილეული. მგონი, კარგი იდეაა?

თქვენი ამოცანაა-ისე მოიქცეთ, რომ ჭურჭლის რეცხვამ ბავშვისთვის მრავალი სასიამოვნო ემოცია აღძრას. გაამხიარულეთ, შეაქეთ, მადლობა გადაუხადეთ, იოცნებეთ, შეიტანეთ მრავალფეროვნება, თქვენც მიიღეთ ამ ყველაფრისგან სიამოვნება და მაშინ თქვენი ბავშვი ჭურჭლის რეცხვას შეიყვარებს. ამის გარანტიას გაძლევთ!

დაიმახსოვრეთ-რომ დაშანტაჟება ისეთი ფორმით, როგორიცაა,“ჭურჭელს არ გარეცხავ, არ მიიღებ…”, რეცხვასთან დაკავშირებით ნეგატიურ ემოციებს აღძრავს. ისევე, როგორც დასჯა,  “რადგან ჭურჭელი არ გარეცხე, დაისჯები და ვერ…” ასეთი დამოკიდებულება ბავშვში ჭურჭლის რეცხვისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას შექმნის.

“ვაჩვევთ წესრიგისადმი სიყვარულს”
მაშ ასე, დაბრალება და დასჯა-ცუდი მეთოდებია, რათა ბავშვის ქვეცნობიერში წესრიგის დამყარებისადმი და სასიამოვნო ემოციებისადმი ერთგვარი კავშირი დამყარდეს.

რა კავშირსაც დაამყარებთ, ის ბავშვის ცხოვრებაში იქნება ასახული. თუ დალაგება ნეგატიურ განცდებთან არის დაკავშირებული, მაშინ ბავშვის მხრიდან ინიციატივის გამოვლინებას ნუ ველოდებით. ყველა ჩვენგანს სურს, რომ უარყოფითი ემოციები თავიდან ავირიდოთ, და ეს სრულიად ბუნებრივია.

ამიტომაც ჩვენი ამოცანაა, რომ დალაგების ირგვლივ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ემოციები დაგროვდეს.  ეს შეიძლება იყოს შეჯიბრი მუსიკის თანმხლებით და სხვა.

ნუ შეეცდებით მოისყიდოთ ბავშვი. თქვენი ამოცანაა ჯილდოდ თავად დალაგების პროცესი და არა მისი საბოლოო შედეგი გახადოთ.

“შევაყვაროთ სწავლის პროცესი”

4
მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ, ყველაზე კარგად პოზიტიური განცდები მოქმედებს. ამისთვის საჭიროა, რომ ბავშვში ისეთი ემოციები აღვძრათ, როგორიცაა: ინტერესი, ჩართულობა, ცნობისმოყვარეობა და სიხარული.

წინასწარ თქვენ თავად გაეცანით თემას, რომელიც ბავშვმა უნდა ისწავლოს. გაიგეთ, მის შესახებ თუ იცის რამე, რა დაიმახსოვრა გაკვეთილზე? და სხვ.

საუკეთესო საშუალებაა, თუ თემას ბავშვისთვის გასაგებ ფიზიკური სამყაროს კატეგორიებში გადავიტანთ. მაგალითად ახსნის დროს დავხატოთ ნახატები, გამოვიყენებთ კუბიკები და სხვ.

ყველაზე მთავარია, ბავშვს არ დავაძალოთ, მაგრამ გავაკვირვოთ და ჩავრთოთ პროცესებში. ამიტომაც საშინაო დავალებების შესრულების ახალი ფორმები მოიფიქრეთ.

შესაძლებელია, გაიფიქროთ, რომ ბავშვის საკუთარ მაგალითებზე სწავლა ძალიან ხანგძლივი პროცესია, მაგრამ რა არის იმაში ცუდი, რომ ბავშვთან სწორად და პოზიტიურად ვიქცევით? ეს ხომ თქვენზეც დადებითად აისახება.

ბავშვები მშობლების ქცევებს საკმაოდ სწრაფად სარკისებურად აირეკლავენ. პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, რომ ბაშვს დადებითი მაგალითები ვანახოთ, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.

“დასკვნა”
მთლიანობაში ჩვენ სამი რამ უნდა დავიმახსოვროთ:
რას ვასწავლი ბავშვს საკუთარი ქცევით და დამოკიდებულებით?
რა ემოციებს ავღძრავ ბავშვში, როცა მასთან ასე ვიქცევი?
ჩემმა კონკრეტულმა ქმედებამ ბავშვში რა ემოციები უნდა გააძლიეროს?

ახლა უკვე ნამდვილად მზად ხართ, რომ ახალი მეთოდები პრაქტიკაში განახორციელოთ! გისურვებთ წარამატებებს აღზრდის არც თუ ისე მარტივ საქმეში. იმოქმედეთ, ეცადეთ და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მიზანს!

იხილეთ წყარო
თარგმინილი და ადაპტირებულია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook