იდეალური ბავშვი-ეს შესაძლებელია?!

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი კარგ მანერებს და ეს სწრაფად და მარტივად გავაკეთოთ? ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით მეთოდს, რომელიც ბავშვისთვის მუდმივად შენიშვნებისა და შეხსენებებისგან გაგათავისუფლებთ, გაუფრთხილდება თქვენს ნერვებს და ხშირი კონფლიქტებისგანაც დაგიცავთ.

2
სტატიის წაკითხვის შემდეგ საკმაოდ ადვილად მასში ყველაფერ საუკეთესოს აღზრდით: პატივისცემას, თავაზიანობას, სხვისადმი გულითად დამოკიდებულებას, წესრიგისადმი და გაკვეთილების შესრულებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას. ქცევის ახალი მანერა მალე თვისებად გადაიქცევა და პატარისთვის ბუნებრივი გახდება.

ზოგ მშობელს შეშურდება, რა კარგი ბავშვი გყოლიათ. სხვებს გაუკვირდებათ, როგორ მიაღწიეთ ასეთ შედეგს? ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ იამაყოთ მიღწეულით.

“სარკე, რომელიც იმეორებს, ოღონდ თავისებურად”
4
ბავშვები იზრდებიან და მშობლების ქცევებს აკვირდებიან, სწავლობენ და იმეორებენ.

ეს პროცესი გაუცნობიერებლად და სრულიად ავტომატურად მიმდინარეობს. მისი გამორთვა შეუძლებელია, ის გულისცემასავით ბუნებრივია.

ბავშვები როცა იზრდებიან, თავისდაუნებურად ამჩნევენ, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლების მსგავსად იქცევიან. პატარობაში საკუთარ თავს ეფიცებოდნენ, რომ ასე არასდროს მოიქცეოდნენ, მაგრამ ეს მათი სურვილის მიუხედავად ხდება.

5გინდათ თუ არა, თქვენი ტვინი პირველი დღიდანვე მშობლების ემოციებს, ინტონაციებს, სიტყვებს და მოქმედებებს  აკვირდება. როგორ იღებენ მშობლები გადაწყვეტილებებს? როგორ იქცევიან ამა თუ იმ სიტუაციაში? ყოველივე ქვეცნობიერის  “ვიდეოში” იწერება და ინახება.

ამ პროცესთან შეწინააღმდეგება არარეალურია. იგი ჩვენს გაუცნობიერებელ მექანიზმებშია ჩადებული და პირდაპირ სარკისებურ ნეირონებთანაა დაკავშირებული.

“თხუთმეტი წლის ბუმერანგი”
ხშირად მშობლებს მოზარდის ქცევები აღიზიანებთ. საიდან არის მასში ეს უხეშობა და უზრდელობა? რატომ გვაბრალებს რაღაცეებს?  ჩვენს ჯინაზე რატომ აკეთებს ყველაფერს? ამ ყველაფრის საფუძველს დედის და მამის ქცევების დაკვირვება და კოპირება წარმოადგენს.

მოზარდის პერიოდი ბუმერანგივით აბრუნებს ყველაფერს, რაც მშობლებმა საკუთარი მაგალითით ანახეს: უხეშობა, თავხედობა, უპატივცემულობა და ეგოიზმი. ან პირიქით: ზრდილობა, პატივისცემა და ყურადღება სხვებისადმი.

6მშობლები საკუთარი თავისადმი პატივისცემას ითხოვენ, მაგრამ საკუთარი მაგალითით რეალურად რას ასწავლიან? თუ ბავშვს უყვიროდნენ, მაშინ ასწავლეს ყვირილი. თუ სცემდნენ-ჩხუბი. თუ ლანძღავდნენ-თავხედობა.

როცა მოზარდი მშობლებს უყვირის, ის ამას მათთან მიახლოებული ტონით და ინტონაციით აკეთებს. როცა რამეს “ჯინაზე” აკეთებს, მის საქციელში მშობლების მისდამი გულგრილობა სარკისებურად ირეკლება.

თავხედური ქცევები შემდეგი რეპლიკების შედეგია: “შენ არავინ გეკითხება!”, “წადი, გაიარე!” “შე ლაწირაკო!”, “ენა ჩაიგდე მუცელში!”.  ვინმე ფიქრობს, რომ ეს ფრაზები ბავშვისთვის შეურაცმყოფელი არ არის?

“რასაც დასთესავ, იმას მოიმკი”-ამას ჯერ ვერავინ გაექცა!

შეიძლება ბავშვს დავუშალოთ, რომ უფროსებს ისე მოექცეს, როგორც ისინი ეპყრობიან. მაგრამ ვინაიდან მას მისადმი დამოკიდებულების სხვა მაგალითები არა აქვს, ის მხოლოდ არსებულით იხელმძღვანელებს.

“კარგი მაგალითის გარეშე დადებით შედეგს ნუ ველოდებით”

წარმოიდგინეთ, რომ ახლა იახტაზე ვიმყოფებით. ზღვა, მზე, თავისუფლება…

მოულოდნელად მოგთხოვეს, რომ კლივერი წინა შკატორინაზე ისე დავჭიმოთ, რომ რეიკი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში  იყოს შენარჩუნებული.
იალქნის მოწყობილობას თუ არ იცნობთ, მაშინ ეს თხოვნა გაუგებარ სიტყვათა გროვას დაემსგავსება.

თქვენ დაბნეულად ითხოვთ, რომ ხელმეორედ გაგიმეორონ, რის შემდეგაც იგივე სიტყვები გესმით. ეფექტი არ არის. მაშინ მოულოდნელად იგივეს გაკეთებას თქვენგან უკვე ყვირილით ითხოვენ.

7

უაზრო სიტუაციაა. სამაგიეროდ ბავშვის მდგომარეობას კარგად გამოხატავს, რომლისგანაც ე.წ. “პატივისცემას” ითხოვენ, რომელიც მასში არანაირ ასოციაციას არ იწვევს. ბავშვმა საიდან უნდა იცოდეს, რა არის პატივისცემა, თუ მშობლებმა ის პირად მაგალითზე არ ანახეს?

ცეკვის მასწავლებელს შეუძლია მოძრაობები სიტყვებით აღწეროს, მაგრამ თუ ის ამას შენელებული მოძრაობით დაგვანახებს, თქვენ ამაში უკეთესად გაერკვევით. ამიტომაც წარმოუდგენელია ვითხოვდეთ პატივისცემას, თუ მას თქვენი შვილის მიმართ არ ჰქონია ადგილი.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ პოსტში.

იხილეთ წყარო
თარგმინილი და ადაპტირებულია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook