გაუფრთხილდით ძლიერ ადამიანებს!

ძლიერი ადამიანები სუსტებზე მეტად დაუცველები არიან.

ქარბორბალას დროს მოქნილი ლერწამი იღუნება და შრიალებს, ხოლო ფიჭვი უბრალოდ ტყდება და ნადგურდება, ამბობენ ჩინელები, ხოლო მათ იციან, რასაც ამბობენ.
carol1954

ძლიერი ადამიანები არამარტო საკუთარ თავზე და ახლობლებზე აგებენ პასუხს. ისინი მთელი სამყაროს წინაშე გრძნობენ ვალდებულებას, ვინც მათ ორბიტაზე მოხვდება. ვინაიდან ძალა საკუთარი თავისკენ გიზიდავს-ასე ამბობენ ფიზიკოსები, და მათაც იციან, რასაც ამბობენ.

 

ძლიერი ადამიანები სხვებისგან ჯანმრთელობით და ამტანობით სულაც არ გამოირჩევიან. უბრალოდ მათ ზუსტად იციან, რომ უფლება არა აქვთ გონება დაკარგონ და მოკვდნენ მანამ, სანამ მათზე ჯერ კიდევ რაიმე არის დამოკიდებული. მათ ინფარქტის დროს წყალში გადახტომა და ბავშვამდე, რომელიც იხრჩობა, მიცურვა შეუძლიათ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაპირზე სამშვიდობოს გამოიყვანენ, ითიშებიან, ასე ამბობენ ექიმები, ხოლო მათ კი ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ აქვთ ნანახი.

ამავე დროს ძლიერი ადამიანები ძალიან მარტოები არიან, იმიტომ კი არა, რომ მათ გვერდით ვერავის იტანენ, უბრალოდ… ისინი ხომ ძლიერები არიან! თავშიც არავის მოუვა, რომ მათ ხანდახან ტკივათ, ეშინიათ, მარტო არიან, ან უბრალოდ მოწყენილები არიან.
091a8cbd7a326141966bae992d735501

დადიან ამ დედამიწაზე ძლიერი ჩუმი ადამიანები. მათ გვერდით ყოველთვის მარტივი, სასიამოვნო და კომფორტული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ საიმედოა. ეს სწორედ ის კავალერია არის, რომელიც ყველაზე საჭირო მომენტში მოდის დასახმარებლად.

თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ.  იხილეთ წყარო

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook