ცხოველების გმირობის რამდენიმე საოცარი და დაუჯერებელი ფაქტი
ცხოველები ხშირად გამოხატავენ ერთგულებასა და სიყვარულს ადამიანების მიმართ. მადლიერების ნიშნად კი სიცოცხლეც შეიძლება გასწირონ.
1) ამის ერთ–ერთი მაგალითია ძაღლი სახელად როსკო, რომელმაც ოჯახის წევრი 4 წლის ბიჭუნა ივან საული სიკვდილისგან იხსნა. როდესაც სახლში მარტო მყოფ ივანს ეძინა, ხანძარი გაჩნდა. როსკო ყეფდა და ცდილობდა ივანი გაეღვიძებინა. რამდენიმე ხნიანი მცდელობის შემდეგ ძაღლმა ბავშვი გააღვიძა და გადაიყვანა უსაფრთხო ადგილზე, სადაც ჯერ კიდევ ცეცხლი არ იყო გაჩენილი. ივანი ფანჯრიდან გადაძვრა, რადგან კარებსაც ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. სანამ ბავშვმა შველა ითხოვა, ძაღლმა მიიღო სხეულის 30% დამწვრობა, თუმცა საბედნიეროდ იგი გადარჩა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
იხილეთ ვიდეო:
2) სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ცხოვრობდა ძაღლი სახელად ამანდა.ფოტოზე ხედავთ, თუ როგორ გადაჰყავს ძაღლს მისი ახალშობილი ლეკვები ცეცხლმოდებული სახლიდან სახანძრო მანქანაში.
სანამ მეხანძრეები ცეცხლს აქრობდნენ, ამანდას უშიშრად გამოჰყავდა ლეკვები სახლიდან. სამწუხაროდ, მოგვიანებით ერთ–ერთი მათგანი დამწვრობისგან გარდაიცვალა.
3) 1959 წელს ნომში დიფტერიით დაავადებული ბავშვებისათვის საავადმყოფოებს ესაჭიროებოდათ ვაქცინა. ვაქცინა კი მხოლოდ ათასობით მილის დაშორებით მდებარე ქალაქ ანკორიჯში იყო დარჩენილი. შტორმისა და ქარიშხლის პირობებში თვითმფრინავებს არ ჰქონდათ აფრენის საშუალება. ნომის მაცხოვრებლებმა გამოსავალი იპოვეს– მათ შეკაზმეს ძაღლების მარხილი,რომლის საშუელებითაც ვაქცინას ჩამოიტანდნენ.
ყინულიან ქარიშხალში შეუძლებელი იყო გზის გაგრძელება. გუნარ კასსენმა ყინვისაგან პარალიზება მიიღო, რის გამოც ძაღლებს ვეღარ მართავდა. სწორედ მის მარხილში იყო შებმული ბალტო, რომელმაც მარხილი ნომისაკენ წამოიყვანა. ასე გაადაარჩინა ბალტომ უამრავი დაავადებული ბავშვი.
4) ტაილანდში მცხოვრები 2 წლის ძაღლი სახელად პუი სახლიდან ნაგავსაყრელზე გავიდა, სადაც თეთრ ნაჭერში გახვეული მოძრავი არსება დაინახა. პუიმ ნაჭერი სახლში მიიტანა, მისვლისას კი ყეფა დაიწყო. ყეფისგან შეწუხებული პატრონი გარეთ გამოვიდა, ნაჭერი დაინახა და გახსნა დაიწყო. ნანახით კი შოკირებული დარჩა. ნაჭერში 2 თვის ბავშვი აღმოჩნდა.მან მაშინვე პოლიცია გამოიძახა. როგორც აღმოჩნდა, ჩვილი დედამ მიატოვა სანაგვეზე და სასიკვდილოდ გასწირა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა,ხოლო პუის გმირობის მედალი გადასცეს.
იხილეთ ვიდეო:
5) ზოოპარკში დედალმა გორილამ სახელად ბინთი ჯუმ გალიაში ჩავარდნილი 3 წლის ბიჭუნა გაადარჩინა, რომელსაც მაიმუნები დაესივნენ და კბენას უპირებდნენ. ბინთი ჯუმ ბავშვი დროულად ხელში აიყვანა და კარებთან მყოფ ხალხს გადააწოდა.
6) გზაზე მოხეტიალე ცხოველი ხშირად მანქანის მსხვერპლი ხდება. მძღოლი კი იშვიათად თუ გააჩერებს მანქანას, რათა დახმარება აღმოუჩინოს ტრამვირებულ ცხოველს. ძირითადად მძღოლები ყოველგვარი რეაქციის და ემოციის გარეშე გზას აგრძელებენ. ვიდეოში ხედავთ, თუ როგორ ცდილობს ძაღლი მანქანის მსხვერპლის გზაზე გადმოიყვანას. მართალია, მეგობარი ვერ გადაარჩინა, მაგრამ მას მაინც მიენიჭა გმირი ძაღლის წოდება. იხილეთ ვიდეო:
7) ბობი, რომელმაც პატრონი ლეკვობაშივე დაკარგა, ვერ შეეგუა მის სიკვდილს და 14 წლის მანძილზე ყოველდღე მიდიოდა მის საფლავზე. თავიდან ძაღლს საფლავიდან აგდებდნენ. თუმცა შემდეგ მიხვდნენ და მისი ერთგულებით ყველა გაოცებული დარჩა. ბობი როდესაც დაიღუპა, შოტლანდიელებმა შეაგროვეს ფული და ძაღლის მონუმენტი აღმართეს. ბობი ძაღლის ერთგულების და სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.
მომზადებულია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ
წაიკითხეთ სხვა პოსტები
- გაუფრთხილდით ძლიერ ადამიანებს!
- იუმორი წესების გარეშე N2
- იუმორი წესების გარეშე N1
- ინტერენტი საქართველოში - ინფორმაციული ზომბირების პროცესი
- 7 ქალი, რომლებმაც ქმრები ლეგენდებად აქციეს