ცუკერბერგის გრანდიოზული გეგმები
როგორც USA Today იუწყება, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 2030 წლისთვის სოციალური ქსელის აუდიტორიის რაოდენობის 5 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს. მან ეს კომპანიის 12-წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, რომ ყველანი ქსელში ჩავრთოთ და ამის გაკეთება მთელი მს,ოფლიოს მასშტაბით ხელისუფლებისა და კომპანიების დახმარებით მოხდება,“ — აღნიშნა ცუკერბერგმა.
Facebook-ის ხელმძღვანელმა ასევე დაამატა, რომ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას ინტერნეტისადმი წვდომას Aquila-ს დრონები უზრუნველყოფენ, რომლებსაც მისი კომპანია ამზადებს. მზის ელემენტებზე მომუშავე დრონები ქალაქებში უბრალოდ იფრენენ და ინტერნეტს დაარიგებენ. ალბათ, ეს არარეალურად გეჩვენებათ?“-სიცილით იკითხა ცუკერბერგმა.
4 თებერვალს სოციალურმა ქსელმა თავისი მე-12 დაბადების დღე აღნიშნა. ამ დღეს Facebook-მა თავისი ახალი ფუნქცია “მეგობრის დღე” გაუშვა, რომელიც ავტომატურად მომხმარებლის მეგობრებზე პერსონიფიცირებულ ვიდეონაკრებს ქმნის. კლიპი ავტომატურად მეგობრების ფოტოებიდან იქმნება , თუმცაღა, სურათების არჩევა ხელითაც არის შესაძლებელი.
თავად ცუკერბერგი ახლახან დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნდა, რომელიც მან თავისი ქალიშვილის მაქსის დაბადების გამო 2015 წლის ნოემბერში აიღო.
ფეისბუკის დამფუძნებელმა სამუშაოზე გამოსვლის პირველივე დღეს
მომხმარებლებს ხუმრობით მიმართა, რომ ერჩიათ სამუშაოს პირველ დღეს მას რა ჩაეცვა. ჩანაწერს ცუკერბერგმა თავისი კარადის სურათიც დაურთო, სადაც ერთნაირი ფერის ტანსაცმელია ჩამოკიდებული.
თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ
წაიკითხეთ სხვა პოსტები
- გაუფრთხილდით ძლიერ ადამიანებს!
- იუმორი წესების გარეშე N2
- იუმორი წესების გარეშე N1
- ინტერენტი საქართველოში - ინფორმაციული ზომბირების პროცესი
- 7 ქალი, რომლებმაც ქმრები ლეგენდებად აქციეს