ადამიანის ხასიათის გარკვევის 4 მარტივი მეთოდი

ფსიქოლოგების აზრით, ადამიანის ხასიათის გამოცნობა შეგვიძლია, თუ მას რამდენიმე მარტივი მოძრაობის შესრულებას ვთხოვთ. ტესტი 4 მარტივი დავალებისგან შედგება, რომელსაც ადამიანი ინტუიციურად შეასრულებს. ტესტის შედეგიდან გამომდინარე პიროვნების ძირითადი თვისებები შეგვიძლია გამოვიცნოთ.
1

მაშ ასე, მოიმარჯვეთ ფურცელი ან დაიმახსოვრეთ:

თქვენს წინაშე 4 კითხვაა და პასუხად ერთ-ერთი რიცხვი უნდა აირჩიოთ.

1) ორივე ხელის მტევანი ერთმანეთზე გადაასკვენით,
1
თუ ზემოდან აღმოჩნდება მარჯვენა ხელის დიდი თითი, დააფიქსირეთ  „2“,  თუ მარცხენა — „1“.

2) წარმოსახულ სამიზნეს დაუმიზნეთ და ცალი თვალი მოხუჭეთ,2
თუ ღია მარცხენა თვალი დაგრჩათ, დააფიქსირეთ „1“, თუ მარჯვენა — „2“

3) ხელები მკერდზე გადააჯაჭვეთ და ნახეთ, რომელი ხელი აღმოჩნდება მაღლა.3
 თუ მარცხენა ხელის მტევანი, დააფიქსირეთ „1“, თუ მარჯვენა -„2“.

4) ტაში დაუკარით.
4
თუ მარცხენა ხელი აღმოჩნდება მაღლა, დააფიქსირეთ „1“, თუ მარჯვენა — „2“.

შედეგი ციფრების შეთავსების მიხედვით შეაფასეთ:

«2222» — მდგრადი ხასიათი ტიპი, კონსერვატორი, არ სურს კონფლიქტი და კამათში შესვლა.

«2221» — თქვენ ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ხასიათის თვისება უკიდურესი გაუბედაობა გახასიათებთ.

«2212» — თქვენ კომუნიკაბელური ბრძანდებით და საერთო ენის გამოძებნა პრაქტიკულად ყველასთან შეგიძლიათ.

«2111» — თქვენ მუდმივობა არ გახასიათებთ, ყველაფერს თავად აკეთებთ, სხვებისგან მხარდაჭერას არ ეძებთ.

«2211» — ციფრების საკმაოდ იშვიათი შეთავსებაა. თქვენ კომუნიკაბელური ბრძანდებით, მიდიხართ კონტაქტზე, მაგრამ ამავე დროს ძალიან რბილი ხასიათი გაგაჩნიათ.

«2122»  თქვენ ანალიტიკური ტვინი და სირბილე გაგაჩნიათ. ყველაფერს სიფრთხილით ეკიდებით, ირგვლივმყოფებისადმი ურთიერთობაში ცივი დამოკიდებულება შეიმჩნევა.

«2121» — ციფრების ყველაზე იშვიათი შეთავსებაა, დაუცველობის განცდა, ადამიანების გავლენაში ადვილად მოქცევა.

«1112» — თქვენ ემოციური, ენერგიული და შეუპოვარი ბრძანდებით.

«1222» — ეს ხასიათი საკმაოდ ხშირად გვხდება. ემოციური ბრძანდებით, მაგრამ ზოგიერთი ცხოვრებისეული საკითხებისადმი შეუპოვრობა და მიზანმიმართულობა გაკლიათ, სხვისი გავლენის ქვეშ ხშირად ექცევით, საკმაოდ კარგი კომუნიკაბელურობა გაგაჩნიათ და ადამიანებს თქვენსკენ იზიდავთ.

«1221» — ემოციურობა, არასაკმარისი სიმტკიცე, ძალიან რბილი ხასიათი, მიამიტობა.

«1122»— თქვენ ადამიანებისადმი საკმაოდ მეგობრულად ხართ განწყობილნი, ამავე დროს ცოტა მიამიტობა და უბრალოება გახასიათებთ. საკუთარ თავს და ქმედებებს გადამეტებულად უკვირდებით და უღრმავდებით. ბევრი ინტერესი გაგაჩნიათ, მაგრამ ყველაფრისთვის დრო არ გყოფნით..

«1121» — ადამიანებს ძალიან ენდობით და რბილი ხასიათი გაქვთ. დიდი ალბათობით შემოქმედებითი ნატურა გაგაჩნიათ.

«1111» — (ასპროცენტიანი ცაცია) — თქვენ უკიდურესად არაკონსერვატიული ადამიანი ბრძანდებით, ხელოვნებას თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია. ბევრ რამეს არასტანდარტულად აფასებთ. ძლიერი ემოციები, აშკარად გამოხატული ინდივიდუალიზმი. თქვენ სიჯიუტე და ეგოიზმი გახასიათებთ, მაგრამ ეს ცხოვრებაში ხელს არ გიშლით.

«1212» —  თქვენ სულიერად ძლიერი ადამიანი ბრძანდებით, შეიძლება ითქვას, რომ ჯიუტიც ბრძანდებით, დასახულ მიზნებს აღწევთ.

«1211» — საკუთარ თავს და ქმედებებს გადამეტებულად უკვირდებით და უღრმავდებით, რის გამოც მეგობრების ნახვა საკმაოდ რთულია, თუმცა სულიერად ძლიერი ბრძანდებით, ხოლო მიზნის მიღწევაში საკმაოდ დიდ სიმტკიცეს ავლენთ.

«2112» — თქვენ მსუბუქი და ბუნებრივი თვისებები გაგაჩნიათ, ახალ მეგობრებს ადვილად პოულობთ, იოლად ამყარებთ ურთიერთობას და გატაცებებს ხშირად იცვლით.


თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ
იხილეთ წყარო

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook