7 ქალი, რომლებმაც ქმრები ლეგენდებად აქციეს

როგორც წესი, ყოველი ცნობილი მამაკაცის გვერდით განსაკუთრებული ქალი დგას და ვინ იცის, გენიალური მხატვრების, მუსიკოსების, რეჟისორებისა და მწერლების ბედი როგორ წარიმართებოდა, მათ გვერდით ბრძენი და მომთმენი ცოლები რომ არ ყოფილიყვნენ.
გავიხსენოთ ის ქალები, რომლებმაც თავიანთი ქმრების დიდების მწვერვალზე ასვლას შეუწყვეს ხელი.

მერსედეს ბარჩა პარდო
1
გაბრიელ გარსია მარკესმა თავისი მომავალი მეუღლე საცეკვაო მოედანზე გაიცნო, როცა გოგონა მხოლოდ 13 წლის იყო და მაშინვე ცოლობა შესთავაზა. გოგონა დათანხმდა, მაგრამ მანამდე სკოლა უნდა დაემთავრებინა. ქორწილი მხოლოდ 13 წლის შემდეგ შედგა.
მერსედესი გაბის გვერდით იყო, როდესაც იგი რომანზე “მარტოობის ასი წელიწადი” მუშაობდა. ქალი ოჯახს უზრუნველყოფდა და მისი ქმრის გენიალურობაში ეჭვი არასდროს ეპარებოდა. წელიწადნახევრის შემდეგ რომანის წერა დასრუდა, მაგრამ მარკესს მისი რედაქციაში გაგზავნის ფულიც არ ჰქონდა. მაშინ მერსედესმა გაყიდა უკანასნელი, რაც გააჩნდა, — ფენი და მიქსერი. ძალიან მალე რომანმა მის ქმარს უდიდესი ჰონორარები, მსოფლიო აღიარება და ნობელის პრემია მოუტანა.

იოკო ონო
2

ბითლზების გულშემატივრები კვარტეტის დაშლას ხშირად მას აბრალებდნენ. მაგრამ სინამდვილეში The Beatles-ის გახლეჩა იოკო ონოს და ჯონ ლენონის შეხვედრამდე ბევრად ადრე მოხდა.
იოკომ მუსიკოსი ჯერ მისთვის უცნობ გარემოში მოახვედრა, სადაც ხელოვნების მრავალი მიმართულება არსებობდა: ავანგარდული ფერწერა, ლიტერატურა და სხვა. იოკოს დამსახურებით შეიქმნა ლენონის სოლო ალბომი, რომლის ერთ-ერთი სიმღერა «Imagine» ჰიპების საერთაშორისო ჰიმნად იქცა. მეუღლის გვერდით ჯონ იყო ბედნიერი და ხშირად იმეორებდა, რომ ის და იოკო სულიერად განუყოფელნი იყვნენ.

ჯულიეტა მაზინა
3
რეჟისორი ფედერიკო ფელინისა და მსახიობი ჯულიეტა მაზინას ქორწინება 50 წელი და 1 დღე გრძელდებოდა. მათ განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ: ფედერიკოს უყვარდა ფუფუნება და საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღება, ჯულიეტა კი ყოველთვის თავშეკავებული იყო და მეუღლის ერთგულებას არასდროს ღალატობდა… მაგრამ ამან მათ ბედნიერ თანაცხოვრებას არ შეუშალა ხელი. პირიქით ორთავეს უერთმანეთოთ გაძლება არ შეეძლოთ და 1 თვეზე მეტი ერთმანეთის გარეშე არასდროს ყოფილან.
თუ ჯულიანა გადასაღებ მოედანზე არ იმყოფებოდა, ფედერიკო წონასწორობიდან გამოდიოდა და დიდი სკანდალი შეეძლო მოეწყო, იგი ცოლს სახლში ნებისმიერი წვრილმანის გამო ურეკავდა და რჩევას ეკითხებოდა. ჯულიეტა მისთვის სცენარს წერდა, მსახიობს როლზე ამტკიცებდა  და სხვ. მიუხედავად მაზინას კარიერის წარმოუდგენელი წარმატებისა, მან საკუთარი ცხოვრება თავის გენიულ ქმარს მიუძღვნა.

სოფია ტოლსტაია
4

სოფია მისი მეუღლის  ლევ ტოლსტოის მფარველ ანგელოზად 48 წლის მანძილზე რჩებოდა. იგი თავისი მეუღლისთვის მდივანი (მხოლოდ ცნობილი რომანი “ომი და მშვიდობა” მის მიერ 7-ჯერ იყო გადაწერილი), ძიძა, მენეჯერი, გამომცემელი, ხოლო მწერლის გარდაცვალების შემდეგ მისი უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის დამცველი იყო. იგი თავისი მეუღლის ყველა უცნაურობას მშვიდათ იტანდა და მას მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისგან იცავდა, რომლებიც მათი სახლის გარშემო მხოლოდ იმისთვის იკრიბებოდნენ, რომ ცოცხალი ლეგენდა ენახათ.

უნა ო’ნილი
5

“მან მოწიფულ ადამიანად მაქცია, ხოლო მე მას ახალგაზრდობას ვუნარჩუნებდი”,- ამბობდა უნა ო’ნილი ჩარლი ჩაპლინზე. 54 წლის ყველასთვის საყვარელი კომიკოსი და 17 წლის ახალგაზრდა მსახიობი ერთმანეთს ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, რომლის რეჟისორიც თავად ჩარლი ჩაპლინი იყო.
მათი ქორწინება 34 წელი გრძელდებოდა და მას ხელი ვერც უნას მამამ — ამერიკელმა დრამატურგმა იუჯინ ო’ნილმა ვერ შეუშალა. მათ 8 შვილი გაუჩნდათ-5 ქალიშვილი და 3 ვაჟი. უფროსი ჯერალდინა დღეს აღიარებული მსახიობია. ჩარლის გამო უნამ სამსახიობო კარიერაზე უარი სთქვა, მაგრამ ამის სანაცვლოდ ბედნიერი მეუღლე, დედა და გენიალური კომიკოსის ცხოვრების ერთად-ერთი მუზა გახდა.

კლემენტინა ჩერჩილი
6
უკომპრომისო პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი თავისი მეუღლის კლემენტინას გვერდით მოსიყვარულე და სათნო ყმაწვილს ემსგავსებოდა.  კლემენტინა მისთვის საიმედო მეგობარი და მთავარი თანამოაზრე იყო.
ქალს ძლიერი ხასიათი და საღი აზროვნება გააჩნდა და იმ ცოლების რიცხვს არ განეკუთვნებოდა, რომლებიც გენიალური ქმრების ჩრდილში იმყოფებოდნენ. მეუღლეებმა სიყვარულის საკუთარი ფორმულა შექმნეს. კლემენტინამ მოახერხა გამოეცნო საიდუმლოება, თუ 57 წლიანი ქორწინების მიუხედავად მეუღლეს თავი როგორ არ მოაბეზრო.

გალა
7

ოდესღაც ამ საქვეყნოდ ცნობილ ქალს სრულიად მიწიერი სახელი ელენა დიაკონოვა ერქვა, მაგრამ მაშინაც კი იგი ყოველივე სინატიფისადმი შეუდრეკელი ჟინით გამოირჩეოდა. ესპანელ მხატვარ სალვადორ დალიში მან პირველმა დაინახა გენიალურობის ჩანასახები. ხოლო დალი მასთან შეხვედრამდე თითქმის შეშლილობამდე იყო მისული. გალა გახდა მისი პირველი ქალი, მუზა, მოდელი, დედა, მდივანი და მენეჯერი. ქალმა საკუთარ თავზე აიღო მხატვარზე ზრუნვის ყველა ელემენტები: უვლიდა მას, გამოფენების ორგანიზებას ახდენდა და ეძებდა დამკვეთებს.
სალვადორემ მის გვერდით ავადმყოფობისგან განიკურნა და საკუთარი თავის შესაძლებლობებში ირწმუნა. ამის შემდეგ მის ნახატებზე ჩნდებოდა ხელმოწერა “გალა-სალვადორ დალი” და მხატვარი ყოველთვის იმეორებდა, რომ მისი დამსახურებით იგი ნამდვილი მხატვარი გახდა.
“მე მიყვარს გალა უფრო ძლიერად, ვიდრე მამა, დედა, პიკასო. უფრო მეტადაც ვიდრე ფული, მადლობა შენ, გალა!” სალვადორ დალი.


თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ
იხილეთ წყარო

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook