10 სტერეოტიპი, რომლებიც ბედნიერებას გვპარავს

3
რომლებია ის ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპები, რომლებიც ბედნიერების შეგრძნებას გვართმევენ, გვაიძულებენ, რომ ჩვენთვის უცხო მიზნებისკენ ვისწრაფვოთ და ვიცხოვროთ
არა საკუთარი ცხოვრებით.

1. უნდა ვიცხოვროთ გარკვეული წესებით.

2
ეს შეიძლება იყოს მენტალური მითითება, ადამიანის მშობლისეური ან საკუთარი მითითებები, რომ ცხოვრება გარკვეული წესებით უნდა წარიმართოს. ხოლო როცა ისინი არ სრულდებიან, ადამიანი თავს უბედურად გრძნობს, ნერვიულობს, თუ რას იფიქრებენ მასზე სხვები. მაშინ როცა აუცილებელი არ არის იმ ასაკში დაოჯახება, რომელიც საზოგადოებისთვის არის მისაღები, ან ვიმუშაოთ იქ, სადაც მშობლებს სურთ. მუდმივად სხვისი მითითებების შესრულებით თქვენ არა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობთ.


2. ოცნებებისადმი სწრაფვა — ღრუბლებში ფრენას ნიშნავს.

4უნდა მივყვეთ საკუთარ ოცნებებს და ჩვენში სხვადასხვა ნიჭი განვავითაროთ, ღმერთმა ისინი სწორედ ამისთვის გვაჩუქა. რა თქმა უნდა, ეს მარტივი სულაც არ არის, მაგრამ თქვენ საკუთარ თავს იპოვნით, რაც ბედნიერებისთვის აუცილებელია. ან მთელ ცხოვრებას თვითგვემაში გაატარებთ და საკუთარი ცხოვრება შეგეზიზღებათ.
ოცნებები იმას უსრულდება, ვისაც გულწრფელად სჯერა და მისი მიღწევისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს.


3. არ გყავს წყვილი — ესე იგი ხარ უბედური.

6რატომღაც მიჩნეულია, თუ სააპირისპირო სქესთან ურთიერთობაში არ იმყოფებით, ხართ მარტო ანუ უბედური. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ურთიერთობას ყოველთვის ბედნიერება არ მოაქვს, პირიქით, შეიძლება ადამიანმა თავი უფრო მარტო სულადაც შეიგრძნოს.  ამიტომ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა ვნახოთ, ბედნიერად ურთიერთობის გარეშეც ვისწავლოთ ყოფნა და ამ შემთხვევაში თქვენთვის ჭეშმარიტად ჰარმონიულ პიროვნებას მიიზიდავთ.
თუ ურთიერთობა თქვენთვის ბედნიერების მომტანი არ არის და ის მხოლოდ სულიერ ტკივილს გაყენებთ, მისი შენარჩუნება აზრს მოკლებულია.


4. ბედნიერებაა, როცა გაქვს ყველაფერი, რასაც მოისურვებ.
8
მატერიალური ფასეულობებისადმი მუდმივი სირბილი ადამიანს დღევანდელობის შეგრძნებას ავიწყებს. ის “უკეთეს მომავალზე” ფიქრში იმდენად ჩაფლუია, რომ რეალურ დროში თავს უბედურად გრძნობს. მიაჩნია, რომ მასთან ბედნიერება მხოლოდ მორიგი სურვილის ასრულებით მოვა. მაგრამ ბედნიერება უფრო მარტივია. საჭიროა მხოლოდ დავაფასოთ ის, რაც უკვე გვაქვს, გვიხაროდეს წვრილმანები და ვერც კი შეამჩნევთ, ისე იგრძნობთ ბედნიერებას. ეს არ ნიშნავს, რომ მიზნებს უარი ვუთხრათ, უბრალოდ იყავით ბედნიერი მუდამ და არა ზოგჯერ.


5. ზოგს ყველაფერი ადვილად მოსდის.
9
შური, დაბრალება და სიბოროტე დროს და ენერგიას უაზროდ ხარჯავენ და ამ დროს ბედნიერების შეგრძნების მომენტებს ანადგურებენ. საჭიროა გვახსოვდეს, რომ არავის არაფერი ისე არ მოსდის, თქვენ ყველაფერი არ იცით, მაგალითად, ერთის შეხედვით წარმატებული და ბედნიერი ადამიანი სინამდვილეში რა ტკივილებს ინახავს, ან რა გადაიტანა, სანამ ამ ყველაფერს მიაღწევდა. როცა გშურთ, თქვენ მაინც ვერ მიიღებთ იმას, რაც სხვებს აქვთ. უკეთესია სხვისი წარმატებებით გავიხაროთ და შურისთვის დახარჯული დროის ნაცვლად თვითგანვითარებაზე ვიფიქროთ.


6. რას იტყვის ხალხი?
10

საჭიროა სხვებთან შედარებას მოეშვათ, გეყოფათ იმისი მტკიცება, რომ რაღაცას წარმოადგენთ. ნუ ფიქრობთ, რას იფიქრებენ ან იტყვიან თქვენზე, ეს უზარმაზარ ენერგიას გართმევთ და იმ საუკეთესოს განვითარებას წინ ეღობება, რომელიც მხოლოდ თქვენში არსებობს.
მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრი, თუ რას იტყვის ხალხი, თქვენს ნამდვილ სახეს და მეს გიკარგავთ.


7. მუდმივად ბედნიერნი მხოლოდ სულელი ადამიანები არიან.

12ეს არ არის სწორი. ეს ადამიანები შეგნებულად ისწრაფვიან, რათა იყვნენ ბედნიერები, ვითარების და იმის მიუხედავად, თუ რა გააჩნიათ და ამითი სწორ არჩევანს აკეთებენ. რადგან ბედნიერება ყველა მისწრაფების საბოლოო მიზანია და მათ ეს მიზანი უკვე მიღწეული აქვთ.

 


8. მუდმივად ბედნიერ ადამიანებს ყველაფერი წესრიგში აქვთ.

16სინამდვილეში იმისთვის, რომ გახდე ბედნიერი, ხშირ შემთხვევაში მრავალი ტანჯვის ლაბირინთებში გიწევს გავლა. ჯანმრთელობის ფასის გასაგებად საჭიროა ავადმყოფობა. იმისთვის, რომ ნახო “საიმედო” ადამიანები, უსიამოვნო პიროვნებებთან უნდა შეწყვიტო ურთიერთობა. მხოლოდ მრავალი გამოცდის გავლის შემდეგ ადამიანი ჭეშმარიტად ხვდება, თუ რამდენად ფასეულია ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი ფაქტორები. ამის შემდეგ მატერიალური ბანალურობის მიუღწევლობა მათში გაღიზიანებას აღარ იწვევს.

 

9. ბედნიერი ადამიანები არ გრძნობენ ტკივილს.

14ბედნიერი ადამიანები გრძნობენ ტკივილს და ტანჯვას, მაგრამ მათთვის ეს გარკვეულ წილად გავკეთილს წარმოადგენს. ტკივილი თვითგანვითარებისთვის, ნეგატიური ემოციების გადასალახავად და ჭეშმარიტი ფასეულობების შეგრძნებისთვის გვეძლევა. ამიტომაც ბედნიერი ადამიანები ყველაფრისთვის მადლიერნი არიან, რასაც მათ ცხოვრება აძლევთ, ტანჯვაც კი, რადგან ეს მათში ძალის და სიბრძნის გაზრდას ეხმარება.

 


10. სიკეთისთვის ნათქვამი ტყუილი ტანჯვებისგან ათავისუფლებს.

18სიკეთისთვის ნათქვამი ტყუილი საკმაოდ გავრცელებულია და ნეგატიურ მოვლენად არ ითვლება, მაგრამ სინამდვილეში სიმართლე ადამიანს ტკივილს აყენებს, ხოლო გამოაშკარავებული ტყუილი  კლავს. ადამიანი, რომელიც თუნდაც კეთილი მიზნებისთვის იტყუება, ვერ იქნება ბედნიერი, რადგან მუდმივად სიცრუის გამოაშკარავების შიში ექნება. ხოლო მოტყუებული ადამიანისთვის, რომელიც სიმართლეს გაიგებს, ეს სიცრუე ღალატის ტოლფასია. ამავე დროს, არ შეიძლება ცარიელი დაპირებების და ცრუ იმედების მიცემა. ადამიანისთვის ეს სამომავლოდ უარეს შედეგებს გამოიღებს. უკეთესია, მაშინვე გავიგოთ სიმართლე, ვიდრე ჩვენი ცხოვრება ფუჭ იმედებში გავატაროთ.


თარგმინილი და ადაპტირებულია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ

გაზიარება
Share on FacebookShare on LinkedInTweet about this on Twitter

წაიკითხეთ სხვა პოსტები

იხილეთ ყველა პოსტი

Facebook